Skip available courses

Available courses

აქ განთავსებულია მასალები, რომლებიც ელსწავლების კოორდინატორებს დაეხმარებათ ტრენინგების დროს აკადემიური პერსონალისათვის იმ საბაზისო ტექნიკური უნარ-ჩვევების გამომუშავებაში, რომლებიც აუცილებელია ელსწავლების გარემოში სამუშაოდ. მოცემული სახელმძღვანელოები მოიცავს სისტემაში შესვლის, პაროლის გამოცვლის, რესურსების ატვირთვის, კურსის რედაქტირების და სხვა ფუნქციებს. ეს მასალა სასარგებლო იქნება მათთვისაც, ვინც დამოუკიდებლად ცდილობს სისტემაში ნავიგაციას.

სასწავლო კურსის მიზნებია: სტუდენტებმა გაიცნობიერონ საქართველოს მოქალაქეთა უფლება განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევაზე, აღნიშნულის გარანტიები; ზოგადი განათლების სტრუქტურა (დაწყებითი, საბაზო, საშუალო, ინკლუზიური და ალტერნატიული განათლება); უმაღლესი განათლების სტრუქტურა (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა); უმაღლესის შემდგომი განათლება (დოქტორანტურა, რეზიდენტურა); პროფესიული განათლების სახეები – სახელობო (ფორმალური და არაფორმალური) განათლება და პროფესიული უმაღლესი განათლება;  პროფესიული განათლების ორგანიზაციის გზები;  სტუდენტთა მიერ ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მასწავლებელთა და სხვა მუშაკთა უფლება-მოვალეობის გააზრება – გაცნობიერება; სკოლის მართვის სისტემის გაცნობა;  საქართველოს კონსტიტუციის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ‘’ზოგადი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ‘’უმაღლესი განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, ‘’პროფესიული განათლების შესახებ’’ საქართველოს კანონის, საქართველოს შრომის კანონითა კოდექსის, ეროვნული სასწავლო გეგმის, სკოლის ტიპური წესდების, სკოლის შინაგანაწესის საფუძვლიანი გაცნობის შემდეგ საკუთარ შესაძლებლობათა განსაზღვრა და პედაგოგად, სკოლის მართველ ორგანოში მუშაობისკენ ორიენტაცია, უწყვეტი სწავლისათვის მეთოდებისა და გზების ძიების სურვილის აღძვრა. 

სასწავლო კურსის მიზნებია: კურსის მიზანია დაწყებითი განათლების სტუდენტებს, მომავალი დაწყებითი კლასების  მასწავლებელს გააცნოს ნატურალური რიცხვების ნუმერაციის შესწავლის მეთოდიკის ზოგადი საკითხები, პირველი ათეულის, ოცეულის, ასეულის, ათასეულის კონცენტრი, მრავალნიშნა რიცხვების ზეპირი და წერითი ნუმერაცია და მათზე არითმეტიკული მოქმედებების შესწავლის მეთოდიკა. გააცნოს ნაწილის, წილადის, ათწილადის,  პროცენტისა და პროპორციის ცნებების შესწავლის მეთოდიკა. გააცნოს დაწყებითი კლასებში ძირითადი სიდიდეების სწავლების მეთოდიკა. გააცნოს დაწყებით კლასებში ალგებრული მასალის სწავლების მეთოდიკის საკითხები.   გააცნოს მონაცემთა ანალიზის, ალბათობისა და სტატისტიკის ელემენტების სწავლების მეთოდიკის საკითხები. გააცნოს ამოცანების ამოხსნის და შედგენის სწავლების მეთოდიკის  საკითხები დაწყებით კლასებში. აცნობს დაწყებით კლასებში გეომეტრიის ელემენტების სწავლების მეთოდიკას.

სასწავლო კურსის მიზნებია: კურსის მიზანია პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტს, მომავალი დაწყებითი კლასების      მასწავლებელს გააცნოს  ალგებრული ელემენტები_რიცხვითი      გამოსახულება. რიცხვითი ტოლობა, რიცხვითი უტოლობა, როგორც გამონათქვამი; გააცნოს სტუდენტს ცვლადის შემცველი გამოსახულება, ცვლადის      შემცველი გამოსახულების განსაზღვრის არე; გააცნოს  სტუდენტს      ერთცვლადიანი განტოლების,  ერთცვლადიანი უტოლობის ცნებებს; დააუფლოს სტუდენტი ორცვლადიანი განტოლებათა სისტემის,      ორცვლადიანი განტოლებათა ერთობლიობის, უტოლობათა სისტემის და უტოლობათა      ერთობლიობის ამოხსნის ხერხებს; შეასწავლოს სტუდენტს ამოცანების ამოხსნა განტოლების, უტოლობების,      ორცვლადიანი განტოლებათა სისტემის საშუალებით; გააცნოს სტუდენტს მათემატიკის ის ფუნდამენტური ცნებები,      როგორიცაა  ასახვა, ფუნქცია, რიცხვითი      ფუნქციები; განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების      უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის,      მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად , დალაგებულად      აზროვნების უნარი; სტუდენტმა  აიმაღლოს      ინტელექტუალური, პროფესიული, მათემატიკური კულტურის დონე.

სასწავლო კურსის მიზნებია: კურსის მიზანია პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტს, მომავალი დაწყებითი კლასების მასწავლებელს გააცნოს ნატურალური  რიცხვების წარმოშობის ისტორია; გააცნოს  სტუდენტს აქსიომატური მეთოდის ცნება და მისი გამოყენების მნიშვნელობა მათემატიკაში; სტუდენტს შეასწავლოს ნატურალურ რიცხვთა სიმრავლის ორნაირი მიდგომა: აქსიომატიკური და სიმრავლურ-თეორიული აგება. პეანოს აქსიომები, მათემატიკური ინდუქციის პრინციპი; გააცნოს დაწყებით კლასების მომავალ მასწავლებელს ნატურალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებები როგორც სიმრავლურ- თეორიული, ასევე აქსიომატიკური თვალსაზრისით; გააცნოს სტუდენტს ნატურალური რიცხვების თვლის პოზიციური და  არაპოზიციური სისტემები; გააცნოს ნატურალურ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებების შესრულების წესები  თვლის სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში; გააცნოს მთელ არაუარყოფით რიცხვთა სიმრავლეზე გაყოფადობის ცნება და მისი თვისებები, გაყოფადობის ნიშნები; დაეუფლოს  სტუდენტი ნატურალურ რიცხვთა მარტივ მარტივ მამრავლებად დაშლის ტექნიკას და მისი საშუალებით უსგ-სა და ასჯ-ს პოვნას; განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად , დალაგებულად აზროვნების უნარი; სტუდენტმა  აიმაღლოს ინტელექტუალური, პროფესიული, მათემატიკური კულტურის დონე.

სასწავლო კურსის მიზნებია: მისცეს სტუდენტს მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა კურსის შინაარსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ, რაც გულისხმობს შემდეგი ამოცანების განხორციელებას:   სინტაქსის, როგორც ენათმეცნიერების დარგის, საგნისა და მნიშვნელობის გაცნობიერება; წინადადების, როგორც ენობრივი ერთეულის, გრამატიკული და სემანტიკური ასპექტების  შემეცნება; წინადადების წევრთა ფუნქციებისა და მათი ფორმობრივი მახასიათებლების გაცნობა; წინადადების სინტაქსური გარჩევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკვანძო საკითხების შესახებ ენათმეცნიერებაში არსებული ძირითადი მოსაზრებების გაცნობა; კურსის შინაარსით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული ზეპირი და წერილობითი ინფორმაციის შემეცნება-გააზრებისათვის აუცილებელი ლექსიკური კომპეტენციის ჩამოყალიბება; ენათმეცნიერული ცნებების არსებითი და არაარსებითი ნიშნების დიფერენცირების უნარის ჩამოყალიბება; შესწავლილი საკითხების რეზიუმირების უნარის განვითარება

სასწავლო კურსის მიზნებია: მორფოლოგიის საგნის გაცნობიერება; ენის ლექსიკური ფონდის მორფოლოგიური კლასიფიკაციის პრინციპების შემეცნება; სახელთა სემანტიკური ნიშნებისა და ფორმათცვლილების სისტემის შესწავლა; მსაზღვრელ-საზღვრულის სემანტიკური და ფორმობრივი ნიშნების გაცნობიერება; სახელთა მართლწერასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა და მათი პრაქტიკაში გამოყენების უნარის ჩამოყალიბება; მეტყველების ნაწილთა იდენტიფიკაციისა და მათი მორფოლოგიური გარჩევის პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება; საკვანძო საკითხების შესახებ ენათმეცნიერებაში არსებული ძირითადი მოსაზრებების გაცნობა; სათანადო ლექსიკური კომპეტენციის ჩამოყალიბება; ენათმეცნიერული ცნებების არსებითი და არაარსებითი ნიშნების დიფერენცირების უნარის ჩამოყალიბება; შესწავლილი საკითხების რეზიუმირების უნარის განვითარება

Course aims: To give students knowledge about innovations in educational sphere, educational reform and education-related documents; to enable student to determine and be aware of documentation  on the content education, existing innovations, and to analyze their importance in process of the development of society and personality formation; To enable students to acquaint with traditional and innovative teaching methods of Didactics and use them in practical activities, and be aware of all innovations existing in the system of teaching and learning methods; To enable students to study the main organizing form – the lesson, to take well its essence, structure and types, to define secondary forms of organization of teaching process, as well as efficient methods and means required for conduction of teaching process, to understand their structure and driving forces; To enable students to study the modern forms and methods of the assessment of knowledge and analyze the assessment criteria;  To enable students to develop pedagogical intuition and creative improvisation skills, to give them knowledge, which will be used not only on the day of examination , but in relationships with socium for adaptation in professional medium. To assist continuous studies the course aims to: arouse professional interest of student; encourage him/her to search for literature resources required for teaching and learning; carry out analysis and synthesis of professional information. To contribute to the formation of their critical thinking, desire for analysis of opposing opinions on various issues, develop their skills of conducting dialogue, cooperation and tactfully formulating their own opinions.

კურსის მიზანია: გააცნოს ქართული მეთოდიკური  იდეების ჩასახვისა და განვითარების ძირითადი ისტორიული პროცესები, ტენდენციები და პერიოდები  IV საუკუნიდან დღემდე. პირველწყაროებზე დაყრდნობით სტუდენტებისთვის ნათელი გახადოს სწავლა–განათლებისა და კულტურის მდიდარი ტრადიციების მქონე ქართველ ხალხს, საზოგადოებრივი აზროვნების სხვა დარგებთან ერთად, უძველესი დროიდან როგორ შეუმუშავებია გარკვეული აზრები და შეხედულებანი ცალკეული საგნების სწავლებაზე, რომელთა ფორმირება უმთავრესად XIX საუკუნის 60–70–იანი წლებიდან მოხდა, როცა, ფაქტობრივად, ჩამოყალიბდება ქართული მეცნიერული პედაგოგიკა, რომლის ფუძემდებელი იაკობ გოგებაშვილი იყო. სტუდენტები დაწვრილებით გაეცნობიან ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლისა და იაკობ გოგებაშვილის, როლს ქართული მეთოდიკური აზროვნების ახალი გზით განვითარების საქმეში. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია იაკობ გოგებაშვილის მეთოდიკურ ნააზრევსა და სახელმძღვანელოებზე, მის დიდ დამსახურებაზე ქართული მეთოდიკური აზროვნების განვითარების საქმეში. კურსის მოსმენით სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ გაეცნონ დაწყებითი სკოლის პროგრამებსა და სახელმძღვანელოებს მე–19 საუკუნიდან დღემდე. გააანალიზონ აღნიშნული პროგრამების პოზიტიური მხარე, გაიაზრონ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დავიწყებული მეთოდიკური მემკვიდრეობის სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიებთან შეჯერება და „გაახლება“. სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ახლებურად გაიაზრონ ქართული პედაგოგიკის კლასიკოსის იაკობ გოგებაშვილს მეთოდიკური მემკვიდრეობა, მის მიერ შედგენილი სახელმძღვანელოების როლი დაწყებითი სკოლის განვითარების საქმეში. კურსი ითვალისწინებს მოქმედი ეროვნული სასწავლო გეგმისა და დაწყებითი საფეხურის ქართული ენისა და ლიტერატურის საგნობრივი პროგრამის ანალიზს, რის საფუძვლეზეც ნათელი გახდება ის თვისებრივი ცვლილებები, რომელიც ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლებამ განიცადა ზოგადსაგანმანათ-ლებლო სკოლაში, მათ შორის დაწყებით საფეხურზე. 

სალექციო  კურსის  მიზანია: წერის  სწავლებაში  ქართული  ტრადიციული  მეთოდიკის გამოცდილების  გაცნობა; წერის  სწავლების  საკითხების  შესწავლა  ეროვნული  სასწავლო  გეგმის  მიხედვით; წერითი ნამუშევრების   შეფასების კრიტერიუმების გაცნობა (განმავითარებელი შეფასება); წერითი  სამუშაობის   საკითხების  გაანალიზება   პირველი  კლასის  სახელძღვანელოების  მიხედვით; პირველ  კლასში წერის  სწავლების  საფუძვლების შესწავლა; ცაციებთან მუშაობის მეთოდების გაცნობა; გარკვეული  ქარგის  გამოყენებით  წერის  სწავლების  მრავალფეროვანი  მეთოდებისა და  სტრატეგიების შესწავლა; აკადემიური  წერის პრინციპებისა  და  წერის მოდელების  პრაქტიკულად  განხორციელება  (კლასების  მიხედვით).

 

სალექციო  კურსის  მიზანია   გაეცნონ  და  შეისწავლონ: სახვითი   ხელოვნების   სწავლების   ისტორია  ზოგადსაგანმანათლებლო  და საჯარო სკოლებში; ნატურიდან  ხატვის  სწავლების  მოკლე  ისტორიული  მიმოხილვა; ნატურიდან  ხატვის  სწავლების მეთოდები  ქართული  ფერწერულ  ხელოვნებაში; ნატურიდან  ხატვის  სწავლების  მეთოდები   დაწყებით  კლასებში (ნატურიდან ხატვის ამოცანები,  ხატვის  პროცესის  ეტაპები,  შედარების  მეთოდის  გამოყენების  მნიშვნელობა,  ნახატის  აგება,  ფაზობრივი  ხატვა  და  ნატურისთვის  შესადგენი  მარტივი,  საშუალო  და  რთული  კომპოზიციების აგება - კლასების  მიხედვით); სახვითი ხელოვნების გაკვეთილის ჩატარების აქტივობები; პრაქტიკული  მაგალითები  ე. ს. გ - სთან  კავშირში; დეკორატიული  ხატვის  სწავლების  მეთოდები  დაწყებით  კლასებში; პრაქტიკული  საგაკვეთილო პროცესი  დეკორატიულ-გამოყენებით  ხელოვნებაში; ფერწერული  ნამუშევრების  განხილვის  მეთოდები  (განხილული იქნება:   ვ. პეროვის „სამეული“,   ვ. მ.  ვასნეცოვის    “ალიონუშკა“,    ა. კ. სავრასოვის  “ ჭილყვავები   მოფრინდნენ“,  ი. ი. ლევიტანის    “ ოქროს   შემოდგომა “,     ალექსანდრე   მრევლიშვილის     “დაბალი   ღობე“); პრაქტიკული   სასწავლო  მაგალითები; მოსწავლეთა  შეფასების  კრიტერიუმები.

სასწავლო კურსის მიზანია: მისცეს სტუდენტს მომავალი პროფესიული საქმიანობისათვის აუცილებელი ცოდნა სასწავლო კურსის შინაარსით გათვალისწინებული საკითხების შესახებ, რაც გულისხმობს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:  სამეტყველო ენის ფუნქციებისა და აგებულების შემაცნება;   ენათა კლასიფიკაციის ძირითადი პრინციპებისა და  მსოფლიო ენათა სისტემაში ქართული ენის ადგილის გაცნობიერება;   სალიტერატურო ენისა და ენის არასტადარტიზირებულ ვარიანტების არსებითი მახასიათებლების გაცნობა და მათ შორის არსებული სხვაობის გაცნობიერება; ენის ფუნქციური სტილის ცნების გააზრება, ცალკეული სტილის ძირითად მახასიათებელთა გაცნობიერება;  ლექსიკოლოგიისა და ფრაზეოლოგიის საკვანძო საკითხების შემეცნება; ქართული ენის ფონეტიკური სისტემისა და გრაფიკის თავისებურებათა გაცნობიერება; სათანადო ლექსიკური კომპეტენციის ჩამოყალიბება; საკვანძო საკითხების შესახებ ენათმეცნიერებაში არსებული ძირითადი მოსაზრებების გაცნობა; ენათმეცნიერული ცნებების არსებითი და არაარსებითი ნიშნების დიფერენცირების უნარის ჩამოყალიბება; შესწავლილი საკითხების რეზიუმირების უნარის განვითარება.

კურსის მიზანია სტუდენტს მისცეს ცოდნა განათლების სფეროში არსებული სიახლეების, განათლების რეფორმის, და საგანმანათლებლო დოკუმენტების შესახებ. გაიაზროს სწავლა/სწავლების მეთოდთა სისტემაში არსებული სიახლეები.     შეისწავლოს  სწავლების ორგანიზების ძირითადი ფორმა-გაკვეთილი. ჩაწვდეს მის არსს,  სტრუქტურას და ტიპებს. განსაზღვროს სწავლების ორგანიზაციის დამხმარე ფორმები, სასწავლო პროცესის წარმართვისათვის საჭირო ეფექტური ხერხები და საშუალებები. შეისწავლოს ცოდნის შემოწმება-შეფასების ფორმები, დაეუფლოს ცოდნის შემოწმების თანამედროვე მეთოდებს და გააანალიზოს  კრიტერიუმები

სასწავლო კურსის მიზანია: ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება და პრაქტიკაში გამოყენება. ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის სწავლება სპეციალური საგნამანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. ინკლუზიური განათლების განხორცილებასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება. პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და სპეციალური მასწავლებლების. მოვალეობებში გარკვევა

 

სასწავლო კურსის მიზანია-მოამზადოს დაწყებითი კლასების მომავალი მასწავლებელი მათემატიკაში და გააცნოს რიცხვის ცნების გაფართოება, მთელი რიცხვები და მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია. რაციონალური რიცხვები, წილადები, ათწილადები, პერიოდული და არაპერიოდული ათწილადები, ნამდვილი რიცხვები. შეასწავლოს არითმეტიკული ოპერაციების შესრულება მათზე. აამაღლოს სტუდენტთა მათემატიკური კულტურა, მისცეს საფუძვლიანი ცოდნა იმ ცნებათა შესახებ როგორიცაა, პროცენტი, პროპორცია. სტუდენტს შევასწავლოთ ძირითადი ამოცანები პროცენტებზე, პროპორციულ სიდიდეებს შორის მიმართებათა პოვნაზე, გაეცნოს სტუდენტი ძირითად სიდიდეებს, დამოკიდებულებას მათ შორის, მისცეს სტუდენტს ცოდნა და სასწავლო პროცესში მათი პრაქტიკული გამოყენების, ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი დედუქციური და ინდუქციური მსჯელობის უნარ-ჩვევები. ნაშრომი თანამედროვე მოთხოვნების და პროგრამის შესაბამისად არის წარმოდგენილი.

კურსის შესწავლის შედეგად სტუდენტი გააცნობიერებს ნატურალურ რიცხვთა სიმრავლის აგებისადმი  აქსიომატიკური და თეორიულ სიმრავლური მიდგომის მნიშვნელობას. შეასრულებს ნატურალურ რიცხვებზე მოქმედებებს, როგორც აქსიომატიკური ასევე თეორიულ სიმრავლური მიდგომის გათვალისწინებით. გაიაზრებს  თვლის სხვადასხვა  სისტემებს. შეძლებს თვლის სხვადასხვა პოზიციურ სისტემაში ნატურალური რიცხვის წარმოდგენას და არითმეტიკული მოქმედებების შესრულებას.  ნატურალური რიცხვის დაშლას მარტივ მამარავლებად და ევკლიდეს ალგორითმის გამოყენებით უსგ–სა და უსჯ– ს პოვნას.  ამოცანების ამოხსნას, რომლებიც დაიყვანება უსგ –სა და უსჯ–ს პოვნაზე, სხვადასხვა სახის პრაქტიკულ და ცხოვრებისეულ ამოცანების გადაჭრას. საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეძლებს მოვლენებისა და ფაქტების ანალიზს, დისკუსიასა და დებატებში ინდუქციური და დედუქციური მსჯელობის საფუძველზე  მოახდენს საკუთარ შეხედულებათა დასაბუთებას და ააგებს  ახალ ცოდნას ბუნებრივად და ძალდაუტანებლად. 

სასწავლო კურსის მიზანია: ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება და პრაქტიკაში გამოყენება. ინკლუზიური სწავლებისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შედგენის სწავლება სპეციალური საგნამანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის. ინკლუზიური განათლების განხორცილებასთან დაკავშირებული ცოდნის მიღება. პედაგოგების, სკოლის ადმინისტრაციისა და სპეციალური მასწავლებლების. მოვალეობებში გარკვევა

 სასწავლო კურსის მიზანი _ მათემატიკური ცოდნის მიცემა, ლოგიკური აზროვნების უნარის ჩამოყალიბება, ინტელექტუალური, კულტურუილი, ესთეტიკური განვითარება და სხვა. ნაშრომში თანამედროვე მოთხოვნების და პროგრამის შესაბამისად წარმოდგენილია მათემატიკური ლოგიკისა და სიმრავლეთა თეორიის ზოგიერთი საკითხი. შინაარსი ემყარება ისეთ ბაზისურ ცნებებს, როგორიცაა „სიმრავლე“, „შესაბამისობა“, „რიცხვი“ და „სიდიდე“, კერძოდ ცნება, მისი შინაარსი და მოცულობა, კავშირი მათ შორის. სიმრავლე. სიმრავლის მოცემის ხერხები, მოქმედებები სიმრავლეებზე. რიცხვითი სიმრავლეები. წრფეზე წერტილის კოორდინატები. დეკარტეს მართკუთხა კოორდინატთა სისტემა სიბრტყეზე. გამონათქვამი პრედიკატი. კვანტორი. ეილერ–ვენის დიაგრამები. ოპერაციები გამონათქვამებზე, პრედიკატებზე. აუცილებელი და საკმარისი პირობები. თეორემის სტრუქტურა. მისი სახეები. ცნებათა კლასიფიკაცია. ცნებათა განსაზღვრა. ნაშრომი: მათემატიკური ლოგიკისა და სიმრალეთა თეორიის ზოგიერთი საკითხი წარმოადგენს სალექციო კურსის ელექტრონულ ვერსიას. იგი განკუთვნილი არის პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და დაწყებითი სკოლის მასწავლებლებისათვის. იკითხება პირველი კურსის პირველ სემესტრში.

სასწავლო კურსის მიზნია:  გააცნოს სტუდენტს  სიტყვათა სინტაქსური დაქვემდებარების სახეები; გაარკვიოს წინადადების წევრთა შორის აზრობრივი და სტრუქტურული მიმართების არსში; მისცეს საფუძვლიანი ცოდნა წინადადების მთავარი და არამთავარი წევრების შესახებ.

სასწავლო კურსის მიზანია: სტუდენტს გააცნოს მთელი რიცხვები, მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია. წილადი რიცხვები, ათწილადები და მოქმედებები მათზე. შეასწავლოს სტუდენტს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებები რიცხვითი წრფეზე. სტუდენტს გააცნოს პერიოდული და არაპერიოდული ათწილადები და მოქმედებები მათზე. მომავალი დაწყებითი კლასების მასწავლებელს მისცეს შესაბამისი მათემატიკური განათლება იმ ცნებათა შესახებ,  როგორიცაა პროცენტი, პროპორცია. სტუდენტს შეასწავლოს ძირითადი ამოცანები პროცენტებზე, სიდიდეთა პროპორციულ დამოკიდებულებაზე. დაეუფლოს სტუდენტი  ძირითად სიდიდეებზე ამოცანების ამოხსნას. განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად, დალაგებულად აზროვნების უნარი.

კურსის მიზანია: სტუდენტს გააცნოს ცნება, ცნების განსაზღვრება, ცნების მოცულობა, მისი არსებითი ნიშნები, ცნებათა შორის მიმართებები, თანხმობადი და არათანხმობადი ცნებები, არისტოტელეს ფორმულა.  მომავალი დაწყებითი კლასების მასწავლებელს მისცეს შესაბამისი მათემატიკური განათლება იმ ცნებათა შესახებ, როგორიცაა, სიმრავლეები და ოპერაციები მათზე.  სტუდენტს შეასწავლოს სიმრავლის ელემენტებს შორის მიმართებები, მათი თვისებები. პრაქტიკული მაგალითები მიმართებებზე.  დაეუფლოს სტუდენტი სიმრავლურ ენას, რომლის საშუალებითაც შეძლოს დებულებათა დასაბუთება, გაიაზროს მათემატიკის პრინციპული ერთიანობა-ალგებრა და გეომეტრია ორივე ერთი მეცნიერების-მათემატიკის დარგებია.  დაეუფლოს სტუდენტები მათემატიკური ლოგიკის იმ ცნებებს, როგორიცაა, გამონათქვამი, პრედიკატი, ძირითადი ლოგიკური ოპერაციები.  სტუდენტს გააცნოს თეორემის ცნება და თეორემის სხვადასხვა ტიპები.  განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად, დალაგებულად აზროვნების უნარი.  სიმრავლეთა თეორიისა და მათემატიკური ლოგიკის ელემენტების საფუძვლიანი შესწავლით სტუდენტმა აიმაღლოს ინტელექტუალური, პროფესიული, მათემატიკური კულტურის დონე.

მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კურსის მიზანია დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მომზადების შემდგომი სრულყოფა. მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კურსის შესწავლამ მომავალ მასწავლებელს საფუძველი უნდა შეუქმნას პრაქტიკაში წამოჭრილი სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანების შეგნებული-შემოქმედებითი მიდგომისა და გადაწყვეტილებისათვის. გარდა ამისა ამ კურსის შესწავლამ უნდა უზრუნველყოს მომავალ მასწავლებელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც საჭიროების გამო მოხდება დაწყებით კლასებში მათემატიკის სწავლების მიზნებში, შინაარსში, მეთოდებში, ორგანიზაციის ფორმებსა და საშუალებებში საქართველოში განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და სრულყოფასთან დაკავშირებით.

მისცეს სტუდენტს ცოდნა სწავლებისა და განვითარების თეორიების შესახებ. მისცეს ბაკალავრს ცოდნა  მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად. მისცეს ბაკალავრს ცოდნა  მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებისავის. მისცეს ბაკალავრს  ცოდნა მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო გარემოს შესაქმნელად. წარმართოს ლექცია- პრაქტიკული  მუშაობა თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების, უახლესი მეთოდებისა და მიდგომების გამოყენებით. 

სასწავლო კურსის მიზნები:  მისცეს სტუდენტს ცოდნა   პედაგოგიკური მეცნიერების საგნის შესახებ,  როგორ უნდა აღვზარდოთ და განვავითაროთ პიროვნება. გააცნოს მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლები. შეასწავლოს აღზრდის არსებითი, დამახასიათებელი ნიშანთვისებები, სწავლების ცნება და მისი ფუნქციები. მისცეს სტუდენტს ცოდნა, როგორ უნდა გამოიყენოს და გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები სწავლებისა და აღზრდის პროცესში. განუვითაროს პედაგოგიკის კვლევის  მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი. განუვითაროს სტუდენტებს დიალოგის წარმართვის, თანამშრომლობის, დამოუკიდებელი აზროვნებისათვის და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საჭირო უნარ–ჩვევები. გააცნოს სტუდენტებს აღზრდის მიზნები და ამოცანები. იცოდეს სტუდენტმა პედაგოგიკის ძირითადი კატეგორიის – აღზრდის მიზნისა და ამოცანების მიმართება ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან. მისცეს ცოდნა აღზრდის, განათლებისა და სწავლების მნიშვნელობის შესახებ პიროვნების ფორმირების პროცესში.

ქართული  ენის  სწავლების  მეთოდიკისა  და პრაქტიკული  კურსის  მიზანია    დაწყებითი  კლასის  მასწავლებლის  მომზადება  სადღეისო  მოთხოვნების  გათვალისწინებით. აღნიშნული  კურსის  შესწავლამ  მომავალ  პედაგოგს  მყარი  საფუძველი  უნდა  შეუქმნას  მეთოდიკური  საკითხების  ათვისებასა  და  პრაქტიკულად  რეალიზებაში.  კერძოდ: გააცნოს  ქართული  ენის  სწავლების  მეთოდიკის  საგანი,  სწავლების ძირითადი  ამოცანები,  მიმართულებები,  ენის  სწავლების  მეთოდიკის  ენათმეცნიერული,  პედაგოგიური,   ფსიქოლოგიური  საფუძვლები  და  სტანდარტის  სტრუქტურა; დააუფლოს  სწავლისა  და  სწავლების საკითხებს, სწავლების თანამედროვე  ტექნოლოგიებს,  სტრატეგიებსა  და  აქტივობებს.

 

 

პროგრამით გათვალისწინებული დისციპლინა წარმოადგენს მათემატიკის დაწყებითი კურსის თეორიულ საფუძვლებს, განათლების ბაკალავრის სპეციალობის სტუდენტებისათვის. სასწავლო კურსში ძირითადად განიხილება ისტორიული ცნობები გეომეტრიის წარმოშობის შესახებ, სიბრტყითი ფიგურები, მათი თვისებები, გეომეტრიული გარდაქმნები სიბრტყეზე, ფიგურათა მსგავსება, გეომეტრიული აგებები ფარგლითა და სახაზავით, სივრცითი სხეულები, მათი შლილები, ფიგურათა მოდელების დამზადება, სივრცითი სხეულების მოცულობა და მათი გაზომვა; კავშირი სხეულის მოცულობასა და მისი შემადგენელი სხეულების მოცულობათა შორის. სწავლების მეთოდათ გამოყენებულია: საუბარი, თხრობა, ილუსტრაციული ლექცია და პრაქტიკული მუშაობა,  დამოუკიდებელი მუშაობა, დისკუსია, პრეზენტაცია, კოლექვიუმი, კონსულტაცია.

მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კურსის მიზანია დაწყებითი კლასების მასწავლებელთა მომზადების შემდგომი სრულყოფა. მათემატიკის სწავლების მეთოდიკის კურსის შესწავლამ მომავალ მასწავლებელს საფუძველი უნდა შეუქმნას  პრაქტიკაში წამოჭრილი სასწავლო-აღმზრდელობითი ამოცანების შეგნებული-შემოქმედებითი მიდგომისა და გადაწყვეტილებისათვის. გარდა ამისა ამ კურსის შესწავლამ უნდა უზრუნველყოს მომავალ მასწავლებელთა თეორიული და პრაქტიკული მომზადება იმ ცვლილებების მიმართ, რომლებიც საჭიროების გამო მოხდება დაწყებით  კლასებში მათემატიკის სწავლების მიზნებში, შინაარსში, მეთოდებში, ორგანიზაციის ფორმებსა და საშუალებებში საქართველოში განათლების სისტემის შემდგომ განვითარებასა და  სრულყოფასთან დაკავშირებით.

კურსის მიზანია: სტუდენტს გააცნოს ცნება, ცნების განსაზღვრება, ცნების მოცულობა, მისი არსებითი ნიშნები, ცნებათა შორის მიმართებები, თანხმობადი და არათანხმობადი ცნებები, არისტოტელეს ფორმულა. • მომავალი დაწყებითი კლასების მასწავლებელს მისცეს შესაბამისი მათემატიკური განათლება იმ ცნებათა შესახებ, როგორიცაა, სიმრავლეები და ოპერაციები მათზე. • სტუდენტს შეასწავლოს სიმრავლის ელემენტებს შორის მიმართებები, მათი თვისებები. პრაქტიკული მაგალითები მიმართებებზე. • დაეუფლოს სტუდენტი სიმრავლურ ენას, რომლის საშუალებითაც შეძლოს დებულებათა დასაბუთება, გაიაზროს მათემატიკის პრინციპული ერთიანობა-ალგებრა და გეომეტრია ორივე ერთი მეცნიერების-მათემატიკის დარგებია. • დაეუფლოს სტუდენტები მათემატიკური ლოგიკის იმ ცნებებს, როგორიცაა, გამონათქვამი, პრედიკატი, ძირითადი ლოგიკური ოპერაციები. • სტუდენტს გააცნოს თეორემის ცნება და თეორემის სხვადასხვა ტიპები. • განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად , დალაგებულად აზროვნების უნარი. • სიმრავლეთა თეორიისა და მათემატიკური ლოგიკის ელემენტების საფუძვლიანი შესწავლით სტუდენტმა აიმაღლოს ინტელექტუალური, პროფესიული, მათემატიკური კულტურის დონე. 

სასწავლო კურსის მიზნები: სტუდენტს გააცნოს მთელი რიცხვები, მათი გეომეტრიული ინტერპრეტაცია. წილადი რიცხვები, ათწილადები და მოქმედებები მათზე. შეასწავლოს სტუდენტს მთელ რიცხვებზე არითმეტიკული მოქმედებები რიცხვითი წრფეზე. სტუდენტს გააცნოს პერიოდული და არაპერიოდული ათწილადები და მოქმედებები მათზე. მომავალი დაწყებითი კლასების მასწავლებელს მისცეს შესაბამისი მათემატიკური განათლება იმ ცნებათა შესახებ,  როგორიცაა პროცენტი, პროპორცია. სტუდენტს შეასწავლოს ძირითადი ამოცანები პროცენტებზე, სიდიდეთა პროპორციულ დამოკიდებულებაზე. დაეუფლოს სტუდენტი  ძირითად სიდიდეებზე ამოცანების ამოხსნას. განუვითაროს სტუდენტებს შემოქმედებითი, ლოგიკური აზროვნების უნარი, არსებითის დანახვის, განზოგადების, ლოგიკური დასკვნების გამოტანის, მსჯელობის თანმიმდევრულად ჩატარების, ნათლად და ზუსტად, დალაგებულად აზროვნების უნარი.

პედაგოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს-დაწყებითი კლასების  მომავალ მასწავლებლებს აცნობს მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკის ზოგად საკითხებს.აცნობს დაწყებითი მათემატიკის სწავლების მეთოდიკას, როგორც მეცნიერებას, მის შინაარსსა და ამოცანებს, კავშირს სხვა მეცნიერებებთან, სწავლების ზოგადი მეთოდებს;აცნობს  სტუდენტებს მოსწავლეთა მათემატიკური აზროვნებისა განვითარებას  დაწყებით კლასებში.  აცნობს მათემატიკის სწავლების ორგანიზაციას დაწყებით კლასებში. მცირეკომპლექტიან სკოლებში მათემატიკის სწავლების ორგანიზაციული ფორმების თავისებურებებს;

  

კურსი ითვალისწინებს ბოლონიის პროცესის მახასიათებლებისა და ავტორიზაციისა და აკრედიტაციის მოთხოვნების  შესაბამისად ცოდნის მიღებას;კურიკულუმის შემუშავების ძირითადი პრინციპების გამომუშავებას;სასწავლო  და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვის ეფექტურ გზებისა  და სილაბუსების დიზაინის სტრუქტურის შემუშავებას;პორთპოლიოს, სამოტივაციო წერილისა და პირადი მონაცემების სტრუქტურულად შემუშავებას და წარმოებას.

კურსის მიზნები: სტუდენტს მისცეს ცოდნა, გეომეტრიის  წარმოშობისა და განვითარების ისტორიულ პირობებზე. წარმოდგენა შეუქმნას გეომეტრიის, ბერძნულ და ალექსანდრიის სკოლებზე, ევკლიდეს  ”საწყისებზე”. პერსპექტივის როლზე გეომეტრიის განვითარებაში, საწყის   გეომეტრიულ ცნებებზე. შეისწავლონ  განუსაზღვრელი და განსაზღვრადი ცნებები. სიბრტყითი  ფიგურები,  მათი თვისებები და ფართობები. აგების ამოცანები. აგება ფარგლითა და სახაზავით. აგება მხოლოდ ფარგლით. აგება მხოლოდ სახაზავით. ფიგურათა ტოლობა. ტოლდიდობა და ტოლშედგენილობა.  შეისწავლონ  გეომეტრიული  გარდაქმნები  სიბრტყეზე, მოძრაობა, ღერძული და ცენტრული სიმეტრიები, ჰომოთეტია. სივრცითი  სხეულები:  მრავალწახნაგები და  მრგვალი ფიგურები, მათი ზედაპირის ფართობებისა და მოცულობის გამოსათვლელი ფორმულები. სივრცითი ფიგურების გამოსახვა სიბრტყეზე, მათი შლილების დამზადება. მოდელების დამზადება დაწყებითი კლასების მოსწავლეთათვის.

სასწავლო კურსის მიზნები:  მისცეს ცოდნა,  მთელ რიცხვებზე და მოახდინონ მისი  გეომეტრიული ინტერპრეტაცია, შეასრულონ არითმეტიკული მოქმედებები  მთელ რიცხვებზე. გააცნოს    წილადი და რაციონალური  რიცხვი,  მათი ძირითადი თვისებები,  მოახდინოს   დადებითი რაციონალური რიცხვების ჩაწერა უკვეცი წილადის  სახით, შეასრულოს არითმეტიკული მოქმედებები  წილადებზე. გააცნოს  ათწილადები, მათი თვისებები, შეძლოს  წილადის  გადაქცევა ჩვეულებრივ  ათწილადად   და პირიქით. გააცნოს,  პროცენტი  და პროპორცია, მათი ძირითადი თვისებები  და ამოცანები პროპორციულ  დამოკიდებულებაზე.   შეისწავლონ  პერიოდული და არაპერიოდული ათწილადები,  ირაციონალური რიცხვები  და ზოგადად   დადებითი ნამდვილი რიცხვები.   შეითვისონ  არითმეტიკული ოპერაციების ჩატარება   დადებით  ნამდვილ რიცხვებზე და მოახდინონ მათი  ურთიერთცალსახა ასახვა საკოორდინატო წრფის  წერტილთა  სიმრავლეზე. მოახდინონ  მიახლოებითი  გამოთვლები და შეითვისონ რიცხვების დამრგვალების  წესი. გაეცნოს  სიდიდის ცნებას, მათ შორის გამოყოს სკალარული და ვექტორული სიდიდეები, მოახდინოს მონაკვეთის სიგრძის, სხეულის  მასის,  დროს გაზომვა წარმოდგენა შეექმნას  კალენდარზე. გაეცნონ დამოკიდებულებას  სიდიდეებს შორის და განუვითარდეს ის უნარ-ჩვევები, რომელიც საჭიროა მათი პრაქტიკული გამოყენებისათვის.

კურსის მიზანია მისცეს  სტუდენტს ცოდნა   პედაგოგიკური მეცნიერების საგნის შესახებ,  როგორ უნდა აღვზარდოთ და განვავითაროთ პიროვნება.გააცნოს მასწავლებლის პროფესიული მახასიათებლები.შეასწავლოს აღზრდის არსებითი, დამახასიათებელი ნიშანთვისებები, სწავლების ცნება და მისი ფუნქციები.მისცეს სტუდენტს ცოდნა, როგორ უნდა გამოიყენოს და გაითვალისწინოს მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებები სწავლებისა და აღზრდის პროცესში.განუვითაროს პედაგოგიკის კვლევის  მეთოდების პრაქტიკაში გამოყენების უნარი.განუვითაროს სტუდენტებს დიალოგის წარმართვის, თანამშრომლობის, დამოუკიდებელი აზროვნებისათვის და პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საჭირო უნარ–ჩვევები.

კურსის მიზანი: სტუდენტს შეასწავლოს: კომპიუტერის როლი და მნიშვნელობა სპეციალისტად ჩამოყალიბების პროცესში; გააცნოს მომავალ მასწავლებელს ინფორმაციულ-საკომუნიუკაციო ტექნოლოგიების ძირითადი თეორიული დებულებები და მათი რეალიზაციის საფუძვლები; შეასწავლოს პერსონალური კომპიუტერის საშუალებით ინფორმაციის შეგროვების, შენახვის, გადაცემისა და დამუშავების მეთოდების გამოყენების ძირითადი ეტაპები; გააცნოს საოფისე პროგრამების პაკეტში შემავალი პროგრამები;დაწყებითი სკოლის მომავალ პედაგოგს შეასწავლოს ინფორმაციულ-საკომუნიუკაცოი ტექნოლოგიების ეფექტურად გამოყენება სწავლების პროცესში

კურსი პედაგოგიური ფაკულტეტის (სპეციალობა ,,დაწყებითი განათლება") სტუდენტებს,დაწყებითი სკოლის მომავალი მასწავლებლებს, საშუალებას აძლევს დაეუფლონ მათემატიკის დაწყებითი კურსის მეცნიერულ საფუძვლებს, ამჟამად დაწყებით კლასებში მოქმედი პროგრამების შესაბამისად. გაეცნონ და ღრმად გაიაზრონ  სხვადასხვა მათემატიკური ცნებები და ფაქტები,რაც ხელს შეუწყობს შემდგომში მათ მიერ  მათემატიკის დაწყებითი კურსის სწავლების მეთოდიკის შესწავლას. 

სასწავლო კურსის მიზანი:  კერძო ნიადაგთმცოდნეობის სასწავლო კურსის  გავლის შემდეგ სტუდენტი შეძლებს აღწეროს საქართველოში გავრცელებული ძირითადი ტიპის ნიადაგები. განიხილოს ისინი ტაქსონომიური ერთეულების შესაბამისად. გამოიყენოს ნიადაგების კლასიფიკაცია მისი ნაყოფიერების გამოთვლისას. ახსნის ნიადაგურ-კლიმატური პირობების გავლენით, ჩამოყალიბებულ  ნიადაგური საფარის სამეურნეო თვისებებს.

სასწავლო კურსის მიზანი:  შეაფასებს მიწისქვეშა წყლების, ტბებისა და მდინარეების მდგომარეობას. გამოიკვლევს სასარგებლო წიაღისეულის თვისებებს და მოამზადებს მათ კლასიფიკაციას. აღწერს დედამიწის ქერქის აგებულებასა და დეტალურად ჩამოაყალიბებს წიაღისეულის წარმოქმნას წარსულისა და თანამედროვე პირობებში.

სასწავლო კურსის მიზანია: აღწერს ნიადაგის წარმოქმნის პროცესებს.  ჩამოაყალიბებს მის შდგენილობას და თვისებებს. შეაფასებს ნიადაგის ფიზიკური და ქიმიური  პროცესების ეკოლოგიურ მნიშვნელობას. განსაზღვრავს  ნიადაგის ორგანულ- მინერალური ნაწილის   მდგომარეობასა  და ჰუმუსის შედგენილობასა და თვისებებს. განიხილავს ნიადაგის მორფოლოგიურ ნიშნებსა და ნიადაგის მექანიკურ  შედგენილობას. დაადგენს  ნიადაგის კოლოიდების თვისებებს, ნიადაგის რეაქციასა  და  მის ნაყოფიერების  საფუძვლებს. 

სასწავლო კურსის მიზანი:   სტუდენტებს მისცეს ცოდნა, რათა მათ შეძლონ გამოიყენონ მიწის რესურსების ფონდი, გამოთვალონ ტყის რესურსების და დაცული ტერიტორიების კატეგორიები, ილუსტრირებით წარმოადგინონ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება, შეაფასონ წყლის რესურსების გამოყენების პირობები და დაიცვან ის, მოახდინონ ნიადაგის ეროზიისა და ღვარცოფსაშიში ტერიტორიების კლასიფიკაცია.

სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს ცოდნა გარემო კლიმატური პირობებისადმი სასოფლო-სამეურნეო კულტურების შერჩევის შესახებ, იცოდეს: სარეველა მცენარეების კლასიფიკაცია და მათთან ბრძოლის ხერხების შერჩევა, თესლბრუბნების მნიშვნელობა, მიწათმოქმედების თანამედროვე სისტემები, ნიადაგის დროული და სწორი დამუშავების ხერხები, ნიადაგის განოყიერების თანამედროვე ტექნოლოგიები; ორგანული და მინერალური სასუქების სახეები,მათი გარდაქმნის მექანიზმი  ნიადაგსა და ლანდშაფტის ყველა კომპონენტში; მათი მიღების წესები, ნიადაგში შეტანის ვადები, დოზები, კულტურათა  მოსავლიანობის  გაზრდის პარალელურად სასუქის გავლენა მცენარესა და ნიადაგზე, ეკოლოგიური შემდგომქმედებები.

კურსის მიზანია სტუდენტებს შეასწავლოს მცენარეთა სასიცოცხლო ფაქტორები, სარეველა მცენარეების კლასიფიკაცია და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, ნიადაგის დამუშავების ხერხები და სისტემები, სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოვლა-მოყვანის ისეთი ტექნოლოგიების შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს ერთეულ ფართობზე მაღალი მოსავლის მიღებას შრომისა და მატერიალური სახსრების უმცირესი დანახარჯებით, ორგანული და მინერალური სასუქების რაციონალური და ეფექტური გამოყენებით.

კურსის მიზანია სტუდენტმა მიიღოს ცოდნა სოფლის მეურნეობის წინაშე დასახული ამოცანების, თანამედროვე პრობლემების წარმატებით გადასაჭრელად. როგორიცაა: ნიადაგის ნაყოფიერების გადიდება, სასოფლო-სამეურნეო კულტურების საჰექტარო მოსავლიანობის გაზრდა, პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესება, სასუქების თვისებების, ნიადაგთან მათი ურთიერთქმედების ცოდნაზე დაყრდნობით მცენარის ბიოლოგიური თავისებურებებიდან გამომდინარე სასუქების ეფექტური ფორმის განსაზღვრა, მათი ნიადაგში შეტანის ვადები, წესები, დოზები და სხვ.

სასწავლო კურსის მიზანია:  სასწავლო კურსის მიზანია სტუდენტს ასწავლოს სასოფლო–სამეურნეო და ტყის კულტურების მავნე მწერების მორფოლოგია, ანატომია–ფიზიოლოგია, ბიოლოგია და ეკოლოგია. მწერების მასობრივი გავრცელების გამომწვევი და შემზღუდველი ფაქტორები. მცენარეთა დაზიანების ფორმები, მცენარეთა რეაქცია. გამოავლინოს მავნებლების შედგენილობა, მათ მიერ დაკავებული ფართობი და დანაკარგების სიდიდე,   დაადგინოს მავნეობის ზღვარი. შეისწავლოს მეცნიერების თანამედროვე დონეზე მთავარ სახეობათა ბიოლოგიისა და ეკოლოგიის ძირითადი მომენტები და შეიმუშაოს მათ წინააღმდეგ ბრძოლის  ღონისძიებათა სისტემა.

სასწავლო კურსის მიზანია: გააცნოს „ეკოლოგიური მონიტორინგის“  მნიშვნელობა და მისცეს საჭირო ცოდნა, რათა მან შესძლოს განსაზღვროს გარემოზე მოვლენილი და მოსალოდნელ ზემოქმედებათა ფორმა, ხასიათი და თვისებები;დაასაბუთოს ეკოლოგიური მონიტორინგის ჩატარების აუცილებლობა დაკვირვების ობიექტზე;შეარჩიოს მონიტორინგის სახე და ჩატარების მექანიზმი. ს/ს მონიტორინგის და მისი ძირითადი პრინციპების შესწავლით დააუფლოს ეკოლოგიური მონიტორინგის წარმართვის მეთოდებს.

სასწავლო კურსის მიზანია:  სტუდენტის აღჭურვა ვაზის ბიოლოგიური თავისებურებების,   კულტურის მოვლა–მოყვანის ტექნოლოგიის, ვაზის გამრავლების წესების, ჯიშების სწორი გაადგილებისა და მეცნიერების უახლესი მიღწევების ცოდნით.

სასწავლო კურსის მიზანია: სტუდენტს შეასწავლოს მინდვრის კულტურების  ბოტანიკურ–მორფოლოგიური  და ბიოლოგიური თავისებურებები.  მათი  დამოკიდებულება ნიადაგისა და გარემო პირობების მიმართ. მათი მოვლა–მოყვანის აგროტექნოლოგია. გაადგილოს სამრეწველოდ გავრცელებული ჯიშები რეგიონების მიხედვით.

სასწავლო კურსის მიზანია: სტუდენტს შეასწავლოს ბოსტნეულ კულტურების ბოტანიკურ–მორფოლოგიური, ბიოლოგიური თავისებურებები და  დამოკიდებულება გარემო პირობების მიმართ. შეარჩიოს სამრეწველო ჯიშები  ღია და დახურული გრუნტისათვის.

სასწავლო კურსის მიზნები: სასწავლო კურსის გავლის შემდეგ სტუდენტმა:  გააცნობიეროს, საგნის როლი  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალურად გამოყენების ძირითადი მიზნების და ამოცანების, კვლევის თანამედროვე ასპექტების შესახებ; კურსის მიზანია სტუდენტებს მისცეს ის აუცილებელი ეკოლოგიური განათლება, რომელიც საჭიროა ბიოსფეროში დარღვეული ეკოლოგიური წონასწორობის აღდგენასა და გარემოს ოპტიმალური მდგომარეობის შერნარჩუნებისათვის;  სრულყოფილად ფლობდეს გარემოს დაცვის თანამედროვე და ბუნებრივი რესურსების თანამედროვე ტექნოლოგიის შემუშავების და ცხოვრებაში გატარების ჩვევებს.

სასწავლო კურსის მიზანი: ასწავლოს პრაქტიკაში ფართოდ გავრცელებული დეკორაციული ბალახოვანი მცენარეების ძირითადი ასორტიმენტი და  ვარდის კულტურა, ძირითადი გვარების, სახეობების და ჯიშების ბიო-მორფოლოგიური თავისებურებები, აგროტექნიკა და გამოყენების ფორმები. გამოუმუშაოს ჯანსაღი სარგავი და ასაჭრელი პროდუქციის მიღების, მაღალმხატვრული და ბიოლოგიურად  გამართული ყვავილნარების შექმნის უნარ-ჩვევები, რასაც მეტად მნიშვნელოვანია ქალაქების და ბაღ-პარკების გამწვანებისათვის.

სტუდენტს მისცეს მრავალმხრივი საბაზისო ცოდნა სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის (აგრონედლეულის) ქიმიური შედგენილობის, ხარისხის, სპეციფიურობის შესახებ და მისცეს უნარი გააცნობიეროს სასწავლო კურსის როლი სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის შენახვა–გადამუშავების საქმეში. სტუდენტს შეასწავლოს აგრონედლეულის შენახვისა და გადამუშავების ხერხები, მეთოდები, საშუალებები, პარამეტრები, შენახვისა და გადამუშავების დროს მიმდიმარე გარდაქმნები და მისცეს უნარი გაანალიზოს ნედლეულზე მოგროვილი ინფორმაცია, შეაფასოს და გადაჭრას პრობლემა მისი შენახვის ან გადამუშავების მიზანშეწონილობაზე, პრაქტიკულად წარმართოს და ზედამხედველობა გაუწიოს სასოფლო–სამეურნეო ნედლეულის შენახვა–გადამუშავების პროცესს და შეაფასოს იგი.

სასწავლო კურსის მიზანია: ლანდშაფტური ხელოვნების თეორიული და პრაქტიკული საფუძვლების, სხვადასხვა ეპოქების ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების გეოგრაფიული, ისტორიული და სტილისტური თავისებურებების ცოდნა.

სასწავლო კურსის მიზანია:  მიიღოს თეორიული და პრაქტიკული ცოდნა საქართველოში სამრეწველოდ გავრცელებულ სუბტროპიკული ტექნიკურ კულტურებზე, კერძოდ იგი შეისწავლის ამ კულტურების ბოტანიკურ–მორფოლოგიურ და ბიოგენეტიკურ თავისებურებებს  მეტი და მაღალხარისხოვანი მოსავლის მისაღებად, სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების ბიოეკოლოგიური თავისებურებათა ღრმა, დიფერენცირებული, ცოდნის საფუძველზე, დაადგინოს კონკრეტული ბუნებრივ–კლიმატური პირობებისათვის მათი მოშენების ხელსაყრელი აგროტექნოლოგია და პირველადი გადამუშავების საკითხები.

სასავლო კურსის მიზანს შეადგენს სტუდენტებს გააცნოს საქართველოში გავრცელებული  სუბტროპიკული  კულტურების ( ჩაის, სუბტროპიკული ხეხილოვანი და ტექნიკური კულტურების) სახალხო – სამეურნეო  მნიშვნელობა და მათი გამოყენება  საბაღო–საპარკო მეურნეობაში, განსაკუთრებით საკარმიდამო ნაკვეთების გამწვანების დროს. შეასწავლოს საქართველოში დარაიონებული ჯიშების ბიო–მორფოლოგიური თავისებურებები, ეკოლოგიური პირობებისადმი დამოკიდებულება, აგროტექნოლოგია და მისცეს შესაბამისი პრაქტიკული უნარები.

სასწავლო კურსის მიზნები: სწავლების თანამედროვე მეთოდების შესახებ ცოდნის სისტემის დაუფლება. პიროვნებაზე ორიენტირებული სწავლების ტექნოლოგიების გაეცნობა. ჯგუფური და ინდივიდუალური მუშაობის წარმართვა. პედაგოგიური მოღვაწეობისათვის საჭირო უნარ-ჩვევების შეთვისება. განმავითარებელი სწავლების ტექნოლოგიისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება

კურსის მიზანი: ინფორმაციული - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ათვისება და გამოყენება სასწავლო პროცესში, რაც ხელს შეუწყობს სასწავლო პროცესში 1:1 ელექტრონული სწავლების ეფექტურად დანერგვა/გამოყენებას სასწავლო გარემოს გაუმჯობესებას ელექტრონული რესურსების შექმნის და გამოყენების გზით. ისტ-ის ინტეგრირებას ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების და მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების შესაბამისად.

სასწავლო კურსის მიზანია: -  სასწავლო კურსის უმთავრესი მიზნია მისცეს სტუდენტს ცოდნა იმის შეახებ, თუ რა არის დიდაქტიკის (განათლებისა და სწავლების თეორიის) კვლევის საგანი. -  განსაზღვროს დიდაქტიკის ძირითადი და დამხმარე ცნებები. ჩაწვდეს   სწავლების და განათლების არსს, გაარჩიოს მისი  სტრუქტურა და მამოძრავებელი ძალები. -გააანალიზოს განათლებისა და სწავლების მნიშვნელობა საზოგადოების განვითარების და პიროვნების ფორმირების პროცესში. -  შეისწავლოს  სწავლა/სწავლების პრინციპები და თანამედროვე ტექნოლოგიები, განათლების შინაარსის ამსახველი ძირითადი დოკუმენტები. გაიაზროს განათლების სისტემაში არსებული სიახლეები. -  სწავლისა და აზროვნების ხელშეწყობა-სტიმულირება, პედაგოგიური ინტუიციის და  შემოქმედებითი იმპროვიზაციის უნარის გამომუშავება, სწავლება იმისა, რასაც გამოიყენებს სოციუმთან ურთიერთობაში პროფესიულ გარემოში ადაპტირებისათვის. - უწყვეტი სწავლების ხელშეწყობის მიზნით სასწავლო კურსი ითვალისწინებს:  გაუღვივოს ბაკალავრს პროფესიული ინტერესი, შეუქმნას მოტივაცია მოიძიოს, მოიპოვოს სწავლება/სწავლისათვის საჭირო წყაროები, მოახდინოს პროფესიული ინფორმაციის  ანალიზი და  სინთეზი. -  ჩამოუყალიბდეს კრიტიკული აზროვნება. უკვე აღიარებული დებულებების საწინააღმდეგო მოსაზრებათა კვლევის სურვილი. განუვითაროს დიალოგის წარმართვის,  თანამშრომლობის, საკუთარი აზრის კორექტულ ფორმაში ჩამოყალიბების უნარი.

  The main objective of this course is to offer the knowledge about the core topics of current problems of management of HEI in the globalizing world. 

კურსის მიზანია მისცეს ცოდნა ორგანიზაციის საქმიანობაში მარკეტინგის გამოყენების შესახებ. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გაგებას მარკეტინგზე,  როგორც საწარმოთა კომერციული წარმატების მიღწევის ინსტრუმენტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონკურენციის პირობებში წარმოების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება მიზნობრივ მომხმარებლებზე ორიენტაციის გზით. აღნიშნულის გათვალისწინებით, კურსის სწავლების ძირითადი ამოცანებია:

  • მარკეტინგის უმნიშვნელოვანესი ცნებებისა და კანონზომიერებების შესწავლა, ძირითად კონცეფციებთან და თანამედროვე მიდგომებთან გაცნობა,
  • მარკეტინგული გარემოს ანალიზის უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • მიზნობრივი ბაზრების განსაზღვრის, სეგმენტაციის, მომხმარებელთა ქცევის, კონკურენტული უპირატესობის მიღწევის საკითხების დაუფლება;
  • მარკეტინგის თანამედროვე ინსტრუმენტების;
  • ინფორმაციის მოპოვებისა და მარკეტინგული კვლევის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება;
  • მარკეტინგის კომპლექსის ძირითადი ელემენტების საფუძვლიანი დაუფლება
  • სასაქონლო, საფასო, გასაღებისა და წინწაწევის ინსტუმენტების შესწავლა და პრაქტიკული გამოყენების უნარ-ჩვევების გამომუშავება
  • სოციალური პასუხისმგებლობისა და მარკეტინგული ეთიკის  გაცნობიერება.

     სასწავლო კურსის მიზანია მაგისტრანტს მისცეს ღრმა და სისტემური ცოდნა ფასიანი ქაღალდების როგორც პირველადი, ისე მეორადი ბაზრის ფუნქციონირებისა და როლის შესახებ.

  დისციპლისნის სწავლების მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გნეს, სტუდენტებისათვის, დრი­ოსა და რესურსების უკ­მა­რი­სობის პი­რობებში, არსებული ალტერნატიული ვარიანტებიდან საუკეთესოს შერჩევისა და ოპ­ტი­მა­ლუ­რი გა­დაწყვე­ტი­ლების მი­ღების, მიღწეული შედეგების შეფასების და სამომავლო პრიორიტეტების გამოკვეთის უნარ­-ჩვე­ვების ჩამოყალიბების ხელ­შეწყობა. წარმოდგენილი პროგრამა მიზნად ისახავს განიხილოს საკითხები, რომლებიც შეეხება თანამედროვე ფინანსური მეცნიერების ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულების - ინვესტიციების მართვის თეორიასა და პრაქტიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა ასპექტებს. 

     კურსის მიზანია კონფლიქტებისა და მოლაპარაკებების მართვის, როგორც სასწავლო დისციპლინის რაობის, მისი ადგილისა და როლის გარკვევა ბიზნესის სფეროში. კონფლიქტების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების წარმატებულად წარმართვის უნარის გამომუშავება და შეძენილი ცოდნა-გამოცდილების კონკრეტულ სიტუაციაში გამოყენება. 

  შეასწავლოს მაგისტრანტებს :  ბუღალტრული აღრიცხვის თავისებურებები არასაფინანსო და საფინანსო დაწესებულებების ისეთ დარგებში,  რომლებიც აღრიცხვის თვალსაზრისით განსაკუთრებულ მიდგომას მოითხოვენ. კერძოდ:  სოფლის მეურნეობა, მშენებლობა, ვაჭრობა, საზკვება, კომერციული ბანკები, სადაზღვევო ორგანიზაციები. ინფორმაციის შეგროვების, დამუშავების, მომზადებისა და გადაცემის ძირითადი თეორიული და პრაქტიკული საფუძვლები.გამოუმუშაოს მაგისტრატებს  დარგის თვისებურებიდან გამომდინარე ბუღალტრული აზროვნების, სიტუაციის ბუღალტრული მოდელირების, სააღრიცხვო რეგისტრების, ცხრილებისა და ფორმების  შედგენისა და წარდგენის, წარმოებისა და გამოყენების უნარი. სამეურნეო ერთეულების საქმიანობის ეკონომიკური  და ფინასური ანალიზის შესაძლებლობები.

    შეასწავლოს მაგისტრანტებს :   აუდიტის ჩატარების ძირითადი მეთოდოლოგია, აუდიტის ჩატარების ეტაპების თანმიმდევრობა და აუდიტის ჩატარების  პროცესები. წინასწარი აუდიტორული პროცედურები;  სტრატეგიული და დეტალური დაგეგმვა; ადგილზე შესასრულებელი სამუშაოები - კონტროლის მექანიზმების ტესტირება, ძირითადი აუდიტორული პროცედურები ;აუდიტის დასკვნისა და ანგარიშის შედგენა;აუდიტის დოკუმენტაციის  შედგენა და ხარისხის კონტროლი.

  სასაწავლო კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ეკონომიკური საქმიანობის ფინანსური სურათის შეფასება, გასული და მიმდინარე პერიოდის მონაცემების გაანალიზებით  საქმიანობის განვითარების პერსპექტიულობის განსაზღვრა, ეკონომიკური საქმიანობის შედეგების მოსალოდნელი  რისკებისა, თუ  მოსალოდნელი ეფექტის  სწრაფი  შეფასების  უნარ–ჩვევების  ჩამოყალიბება. 

კურსის მიზანია სტუდენტმა ღრმად და საფუძვლიანად შეისწავლოს მსოფლიო ეკონომიკის ძალზე სწრაფად განვითარებადი და გაფართოებადი ინტეგრაციის პირობებში საერთაშორისო სავალუტო და საკრედიტო ურთიერთობების თავისებურებები და როლი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. 

  The main objective of this course is to offer the knowledge about the core topics of current problems of educational policy and to analyze the most successful education systems in the world.

კურსის მიზანია კურსდამთავრებული ფლობდეს კომერციული ბანკის მართვის უნარს და შეეძლოს მეცნიერული კვლევების ჩატარება ბანკის მენეჯმენტთან დაკავშირებით.

წარმოდგენილი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს:

-  ერთის მხრივ, შეასწავლოს სტუდენტებს საწარმოს საქმიანობის ეფექტიანობის  ამაღლების გზები. საწარმოო პროცესების მართვის ინტერესებიდან გამომდინარე საჭიროა საწარმოო პროცესებისა და ფინანსური მდგომარეობის შესახებ სრულფასოვანი, სანდო და ობიექტური ინფორმაცია. ბუღალტრული აღრიცხვა არის ეკონომიკური ინფორმაციის შეგროვების, დამუშავებისა და გადაცემის სისტემა. ცხადია, გამომდინარე აქედან დიდია ბუღალტრული აღრიცხვის, როგორც ეკონომიკური მეცნიერების როლი და ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებაში.    

- მეორეს მხრივ, შეისწავლოს  ეკონომიკური საქმიანობის პროცესებისა და მოვლენების პირველადი დოკუმენტებით ასახვისა და   დამუშავების წესი:

დისციპლინის სწავლებისას, ძირითადი მიზნის მიღწევის პროცესში წყდება შემდეგი კონკრეტული ამოცანები:

  • ინფორმაციის  ფინანსურ ანგარიშგებაში გადატანისა  და ფინანსური შედეგების განსაზღვრის წესი; 
  • მოახდინოს ეკონომიკური საქმიანობის განმსაზღვრელი დადებითი და უარყოფითი ფაქტორების გამოვლენა, განვითარების ახლი სტრატეგიული ტენდენციების დაგეგმვის მიზნით;  
  • საწარმოს   საბოლოო ფინანსური შედეგების შეფასება;

სასწავლო კურსის მიზანს წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკის „ხერხემლის“ - კომერციული ბანკების საქმიანობის თეორიული პრინციპების შესწავლა და პრაქტიკული უნარების  ჩამოყალიბება, კერძოდ:

  • გააცნოს საბანკო სფეროს ფუნქციონირების როლი და თავისებურებები;
  • შეასწავლოს საბანკო სფეროს მარეგულირებელი ეკონომიკური, ორგანიზაციული და სამართლებრივი ასპექტები, კომერციული ბანკის აქტიური და პასიური ოპერაციების მართვის მიზანი და სპეციფიკა, საბანკო რისკების გამოვლენისა და მართვის მეთოდები,
  • გამოუმუშაოს საბანკო და არასაბანკო საკრედიტო-საფინანსო  სექტორში  მომუშავე ბაკალავრისათვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევები

წამოდგენილი სასწავლო კურსი მიზნად ისახავს:

-    ერთის მხრივ, გააღრმაოს და სრულყოს ცოდნა ფინანსურ და ფულად-საკრედიტო ურთიერთობებთან დაკავშირებულ იმ საკითხებზე, რომლებიც განხილულ იქნა „ეკონომიკის პრინციპებში“;

-    მეორეს მხრივ, განიხილოს ახალი საკითხები, რომლებიც შეეხება თანამედროვე ფინანსური მეცნიერების მრავალ ასპექტს როგორც საერთაშორისო, ისე მაკრო თუ მიკრო დონეებზე და ამით შექმნას მყარი საფუძველი მომავალში ისეთი დისციპლინების შესწავლისათვის, რომლებიც ფინანსურ ურთიერთობათა შედარებით ვიწრო არეალს მოიცავენ და გათვალისწინებული არიან „ბიზნესის ადმინისტრირების“ საბაკალავრო პროგრამაში (მ.შ. „ფინანსები, საბანკო და სადაზღვევო საქმის“ სპეციალიზაციის მოდულში). 

სასწავლო კურსის მიზანიაგააცნოს მომავალ სპეციალისტებს მათი პროფესიული მახასიათებლები; დაეუფლოს სტუდენტები კომუნიკაციური უნარ-ჩვევებსა და გუნდურ მუშაობას; შეისწავლოს  საგრანტო  პროექტების წერის თავისებურებანი; შეისწავლოს არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნისა და განვითარების თავისებურებანი, მისი მარკეტინგული კვლევა ფონდების მოძიება; განუვითრდეს მოლაპარაკების წარმართვისა და გადაწყვეტილებების მიღების უნარ-ჩვევები;  ჩამოუყალიბდეს ცხოვრებისეული ამოცანების გადასაწყვეტად აუცილებელი უნარ-ჩვევები; განუვითარდეს მოვლენებისა და ფაქტების ანალიზის, ლოგიკური აზროვნების, შეხედულებათა დასაბუთების, სიტუაციის რეალური შეფასების უნარი. 

    კურსის მიზანია სტუდენტი აღჭურვოს ცოდნით მენეჯმენტის საფუძვლებში, რითაც მას შეუქმნის ბაზისს ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების სხვა საგნების დაუფლებისათვის და მისცემს მას გარკვეულ განათლებას პრაქტიკული საქმიანობისათვის, რომელიც დაეხმარება მას მისი ხელმძღვანელობით მართული ბიზნეს-სტრუქტურების მოქნილად და ეფექტურად წარმართვაში.

“საგადასახადო საქმე“ წარმოადგენს სასწავლო კურსს, რომელიც ორიენტირებულია შესწავლილი და განხილული იქნას გადასახადებისა და დაბეგვრის თეორიისა და პრაქტიკის   საკითხები, მოქმედი საგადასახადო  კანონმდებლობის ძირითადი საკითხები და თანამედროვე პრობლემები. აქედან გამომდინარე, სასწავლო კურსის შესწავლის მიზანია დაბეგვრისა და გადასახადების წარმოშობისა და ევოლუციის განხილვისა და საგადასახადო-საბაჟო ურთიერთობათა სფეროს შესწავლის საფუძველზე განსაზღვრულ იქნას ზოგადად დაბეგვრის არსებული მდგომარეობა,საგადასახადო კანონმდებლობით რეგულირებული ურთიერთობები და  მათი განსაზღვრის პრინციპები და მეთოდები.

     შესაბამისად, საგნის სწავლების სტრატეგიის ამოცანაა მოცემული დისციპლინის საბაზისო თეორიული საფუძვლების, მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის ძირითადი საკითხების(მათ შორის ხარვეზების) შესწავლა–განხილვა, რაც სტუდენტს აძლევს საერთო წარმოდგენას ამ სფეროში მოქმედი კანონმდებლობისა და ტენდენციების შესახებ.

    ,,ადამიანური რესურსების  მენეჯმენტის’’ კურსის შესწავლის მიზანს წარმოადგენს: ადამიანური რესურსების მენეჯმენტის პრობლემების თანმიმდევრული  გადაწყვეტისათვის  აუცილებელი წინაპირობების შექმნა, პროფესიული  ამოცანების პრაქტიკული  შესრულების დროს პრობლემის გადაწყვეტის უნარის  გამომუშავება, ადამიანებთან დემოკრატიული ურთიერთობების ხელოვნების დაუფლება. 

   ზემოთმოტანილი მიზნები თანამიმდევრულია, რადგან იგი უზრულველყოფს ინდივიდის ინტერესებისა და შესაძლებლობების შესაბამისი უმაღლესი განათლების მიღების მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებას.

      დასახული მიზნების რეალიზაციის პროცესში არსებობს გარკვეული წინააღმდეგობები, რაც განპირობებულია კონსტრუქტივისტული აზროვნების თავისებურებებით. კონსტრუქტივისტული მიდგომით სხვადასხვა ინდივიდი წარმოდგენილ მასალას განსხვავებულად აღიქვამს და იგებს, რაც მის ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე, წინარე ცოდნასა და შემეცნებით უნარებზეა დამოკიდებული; ე.ი. ადამიანი უკვე არსებულ ცოდნასა და კოგნიტურ სტრუქტურებზე დაშენებით, საკუთარი შემეცნებითი მოდელების გამოყენებით სწავლობს და იმახსოვრებს.

სასწავლო კურსის მიზანი:  კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ის მეთოდები და ხერხები, რომლებიც საყოველთაოდ გამოიყენება მომსახურების სფეროს საწარმოების მენეჯერების მიერ და შეიარაღოს ისინი ცოდნით, რომელიც აუცილებელია მომსახურების სფეროს ნებისმიერ ორგანიზაციაში სამუშაოდ.

seo-marketing-services.jpgseo-marketing-services.jpg

    სტატისტიკის სწავლების ძირითად მიზანს წარმოადგენს მისცეს სტუდენტებს სტატისტიკური ინფორმაციის ფორმირებისათვის საჭირო ცოდნა და ჩვევები. შეასწავლოს სტატისტიკური დაკვირვების, თავმოყრა-დაჯგუფებისა და ანალიზის სხვადასხვა  მეთოდები და ხერხები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელია  მასობრივი სოციალური- ეკონომიკური მოვლენებისა და პროცესების რაოდენობრივი და თვისობრივი  მხარის შესწავლა,  მათი განვითარების კანონზომიერების დადგენა დროისა და სივრცის განსაზღრულობით.

  სასწავლო კურსის მიზანია  კურსდამთავრებული ფლობდეს ფინანსური კონტროლის მნიშვნელობას და როლს კომპანიის წარმატებული ფუნქციონირებისათვის.

 გამოუმუშაოს საწარმოო რესურსების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების, ინვესტიციებთან დაკავშირებული  ოპერაციების,  შემოსავლების, ხარჯებისა და ფინანსური შედეგების  მართვისა და კონტროლის უნარი.

  ჩამოუყალიბოს სტანდარტული ფინანსური კოეფიცინტების საფუძველზე საწარმოს სამეურნეო საქმიანობის სხვადასხვა ელემენტების  შეფასებისა და ანალიზის უნარი.

კურსის მიზანია ღრმად შეიცნოს ბიზნესში მიმდინარე უმნიშვნელოვანესი მოვლენები, პროცესები და უზრუნველყოს ბიზნესით დაინტერესებული პირები  კანონების,  კანონზომიერებებისა და პირობების ცოდნით, რათა ამით ხელი შეუწყოს მეწარმეობის ფორმირება-განვითარებას.

კურსის მიზანია ნათელი წარმოდგენა შეუქმნას ბაკალავრებს იმ საკითხებზე, რომელიც თან ახლავს ფინანსების გლობალიზაციის შეუქცევად პროცესებს მსოფლიოში. მათ შორის: ევროპული საავალუტო სისტემა, ვალუტების გაცვლითი კურსი, კლასიკური სავალუტო სისტემები, სავალუტო სისტემა და ევროპული ეკონომიკური თანამეგობრობა, სავალუტო კრიზისები, სახელმწიფო სავალუტო პოლიტიკის მიზნე და კრიტერიუმები.

 

  სასაწავლო კურსის შესწავლის მიზანია სტუდენტმა შეძლოს ეკონომიკური საქმიანობის პროცესში საგადასახადო კოდექსის ნორმატიულ-სამართლებრივი ბაზის ცოდნის საფუძველზე სამეურნეო ოპერაციების ბუღალტრული აღრიცხვა,ანგარიშგება. პრაქტიკული რეკომენდაციების საფუძველზე საგადასახადო და ბუღალტრული ოპერაციების აღრიცხვის ინტეგრირების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება. 

დისციპლისნის სწავლების მთა­ვარ მი­ზანს წარ­მო­ად­გნეს, ფინანსებში მიღებული ზოგადი ცოდნის დაკონკრეტება, სტუდენტებისათვის როგორც ახალი თეორიული ცოდნის მიცემა, ისე პრაქტიკული ქმედებების განხორციელების საფუძველზე შესაბამისი პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. 

მიზნის მიღწევით იქმნება მყარი საფუძველი ერთის მხრივ, ბაკალავრის დონის შესაბამისი კომპეტენციების ჩამოყალიბებისათვის და მეორეს მხრივ, სწავლების შემდგომ საფეხურზე სწავლის წარმატებით გაგრძელებისათვის.

    კურსის მიზანია სტატისტიკური კვლევის ეტაპების განხილვა და გადაცემა. იგი მოიცავს საბაზისო თეორიული საფუძვლების, კატეგორიების, კონცეფციებისა და პრინციპების გაცნობიერებას, მრავლობითი პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც სტუდენტს აძლევს წარმოდგენას, თუ რა ანალიტიკურ (აღწერილობით და რაოდენობრივ) წონას შეიძენს კურსის წარმატებით ათვისების შემთხვევაში.

კურ­სის მი­ზა­ნია სტუდენტებს გა­აც­ნოს სა­ბაზ­რო პრო­ცე­სე­ბის გა­მოკ­ვლე­ვის მე­თო­დე­ბი, გა­მო­უ­მუ­შა­ოს მარ­კე­ტინ­გუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბი­სა და ანა­ლი­ზის, ზოგადი ჩვე­ვე­ბი და შე­ას­წავ­ლოს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვის შე­დე­გე­ბის ეფექ­ტუ­რი პრე­ზენ­ტა­ცი­ის ხერ­ხე­ბი. 

კურსი წარმოადგენს ერთ-ერთ უმთავრეს საგანს ბიზნესის ადმინისტრირების სფეროში სპეციალისტთა მომზადების საქმეში. კურსის სწავლების მიზანია სტუდენტებს მისცეს ცოდნა საწარმოს (ორგანიზაციის) საქმიანობაში მარკეტინგის გამოყენების შესახებ. სწავლებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მარკეტინგის გაგებას, როგორც საწარმოთა კომერციული წარმატების მიღწევის ინსტრუმენტზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს კონკურენციის პირობებში წარმოების პოტენციალის ეფექტიანი გამოყენება მიზნობრივ მომხმარებლებზე ორიენტაციის გზით.

    მისცეს სტუდენტს პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი ის უნარ–ჩვევები, რომლებიც პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო სამართალწარმოების ეტაპისთვისაა აუცილებელი, გააცნოს ის ცვლილებები, რომელიც კანონმდებლობამ განიცადა, გამოიმუშავოს პირველი ინსტანციის სასამართლოში სამოქალაქო დავების განხილვის დროს სამოქალაქო საქმის წარმოების პროცესუალური თავისებურებანი და განაზოგადოს სამოქალაქო დავების განხილვის სხვადასხვა სტადიებზე სათანადო გადაწყვეტილების მიღებისა და ობიექტური ჭეშმარიტების მიღწევის შესაძლებლობანი. განუვითაროს პირველი ინსტანციის სასამართლოში ობიექტური გადაწყვეტილების მიღებისა და დამოუკიდებელი აზროვნების, კონკრეტული სიტუაციის შეფასების უნარი.

   მისცეს სტუდენტს თეორიული ცოდნა ადამიანის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა არსის, რაობისა და გამოუმუშავოს პრაქტიკული საქმიანობისთვის აუცილებელი უნარ–ჩვეევები

   მისცეს ბაკალავრს თეორიული ცოდნა საერთაშორისო სისხლის სამართლის და საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს შესახებ. გააცნოს სააერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში სამართალწარმოების ძირითად პრინციპებს და დაშაულებს რომლებიც რეგულირდება საერთაშორისო სისხლის სამართლით.

 სასწავლო  კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას ზუსტი  წარმოდგენა  გამოძიების  არსის,  გამოძიების ორგანოებისა  და საერთო სასამართლოების სისტემის, სტრუქტურის, ამოცანების, ფუნქციებისა და სახელმწიფოში მათი როლის შესახებ.

  კურსის მიზანია სტუდენტებმა შეისწავლონ გამოძიების წარმოების საფუძვლები,  ცალკეული საგამოძიებო მოქმედებების წარმოების, სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების წესი და პირობები. სასამართლოში საქმის არსებითი განხილვისა და წარმოების სხვა ფორმების განხორციელების სამართლებრივი საფუძვლები და პრაქტიკული უნარ–ჩვევები.

     სასწავლო  კურსის მიზანია სტუდენტებს შეუქმნას ზუსტი  წარმოდგენა  ადამიანის უფლებების და სისხლისსამართლაწარმოების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიების შესახებ. მისცეს ტეოპრილი და პრაქტიკული ცოდა, თუ რა სახის უფლებები გააჩნია ადამიანს, როგორ შეიძლება მათი შეზღუდვა და რა საპროცესო გარანტიები არსებობს ამ უფლებაბათა დასაცავად სამართალწარმოების განოხრციელებისას

 სასწავლო კურსის მიზანია : საგნის, როგორც საბაზო სწავლების დონის დაუფლება, როგორც იურისპრუდენციის სფეროში შემავალი სხვადასხვა დარგების შესწავლის წინაპირობა; სამართლებრივი თეორიების ფორმულირება და შეფასება;სამართლის ნორმის ცნების, სახეების, განმარტებისა და შეფარდების სწავლება; იურიდიული მეცნიერების საფუძველმდებარე პრინციპების და კონცეფციების შეცნობა; საკანონმდებლო პროცესის, ნორმატიული აქტების იერარქიის, სამართლებრივი ურთიერთობის ელემენტების სწავლება;სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების სპეციფიკისა და მნიშვნელობის ცოდნის  დადასტურება; ეროვნული სამართლის სისტემის შემადგენელი სამართლის დარგებისა და ინსტიტუტების განსაზღვრა და მათი შედარება ძირითად სამართლებრივ    სისტემებთან და სამართლის ოჯახებთან; საკუთარი სამართლებრივი პოზიციის გამოხატვისა და დასაბუთების სწავლება.

The goal is  to provide students with the knowledge of interviewing patients and taking history, examining patients using the senses of sight (inspection), touch (palpation) and hearing (percussion and auscultation), methods of instrumental and laboratory investigations, symptoms of the most common internal diseases, their syndromes and general principles of treatment; to promote critical thinking.

The aim of the course (Propedeutics of internal diseases I) is  to provide students with the knowledge of interviewing patients with the problems of respiratory  and cardiovascular systems, inspection, palpation, percussion and auscultation, instrumental and laboratory investigations, symptoms and syndromes

 

კურსის მიზანია შეასწავლოს გულ–სისხლძარღვთა სისტემის მიკროანატომია, კერძოდ, სისტემის შემადგენელი კომპონენტების: გულის, სისხლძარღვების, ლიმფური ძარღვების კედლის შემადგენელი ქსოვილები და უჯრედები. დეტალურად განიხილოს სისხლის შემადგენლობა, სისხლის პლაზმის კომპონენტები, სისხლის ფორმიანი ელემენტები: ერითროციტები, ლეიკოციტები და თრომბოციტები, თითოეულის სტრუქტურული ორგანიზაცია და ფუნქცია, კლასიფიკაცია სხვადასხვა ნიშნის მიხედვით და მათი წარმოქმნის  – ჰემოპოეზის მექანიზმები. შეასწავლოს სისხლმბადი და იმუნური სისტემის შემადგენელი ლიმფოიდური ორგანოების: ძვლის ტვინის, თიმუსის, ლიმფური კვანძების და ელენთის აგებულება ქსოვლოვან დონეზე. კურსის მიზანია პრაქტიკულ მეცადინეობაზე მიკროსკოპული ტექნიკის, მუდმივი პრეპარატების, სქემებისა და ატლასების გამოყენებით სალექციო კურსით გადაცემული თეორიული მასალის პრაქტიკული განმტკიცება და სტუდენტებისთვის  გულ–სისხლძარღვთა სისტემის და სისხლის, იმუნური სისტემისა და ლიმფოიდური ორგანოების შემადგენელი კომპონენტების იდენტიფიკაციისა და დახასიათების უნარის ჩამოყალიბება.

კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მიკროანატომია, კერძოდ, საჭმლის მომნელებელი მილის კედლის ლორწოვან, ლორწქვეშა, კუნთოვან და სეროზულ გარსებში ეპითელური, შემაერთებელი და კუნთვანი ქსოვილების, სხვადასხვა უჯრედული ფორმების შემცველობა და განვითარების ხარისხი ფუნქციურ აქტივობაზე დამოკიდებულებით. დეტალურად აღწეროს კუჭის კედლის ჰისტოლოგიური შენება და კარდიას, ფუნდუსის და პილორუსის განყოფილებების გამომფენი ლორწოვანი გარსის აგებულება და მისი წარმონაქმნები. ასევე ნაწლავის ეპითელიუმი და მასში წარმოდგენილი ფიალისებური და ყაითნოვანი უჯრედები. შეასწავლოს საჭმლის მომნლებელ მილთან დაკავშირებული სანერწყვე ჯირკვლების, კუჭის ჯირკვლების, ღვიძლისა და პანკრეასის აგებულება ქსოვილოვან და უჯრედულ დონეზე.

The aim of the course is to give  the proper knowledge to a coming physician about the human separate tissues and organs, the system of organs, about the forms, structures and construction of the skeletal apparatus, described in connection with their functions.

The aim of the course is to give  the proper knowledge to a coming physician about the human separate tissues and organs, the system of organs, about the forms, structures and construction of the skeletal apparatus, described in connection with their functions.

გენეტიკა პრეკლინიკური საბაზო მეცნიერების ფუნდამენტური დარგია. სწავლობს ადამიანის მემკვიდრეობითობას და ცვალებადობას ნორმასა და პათოლოგიათა შემთხვევებში, ადამიანის გენეტიკური ინფორმაციის გადაცემას თაობიდან თაობაში: ავთვისებიანი სიმსივნური ზრდის, გენეტიკას:ორგანოთა ტრანსპლანტაციას, ინფექციურ დაავადებათა გენეტიკურ საფუძვლებს:ადამიანის გენთა ექსპრესიის რეგულაციურ დაავადებათა გენეტიკურ საფუძვლებს: გენთა ექსპრესიის რეგულაციას ნორმისა და პათოლოგიის დროს. აღნიშნული პრობლემები შეისწავლება მოლეკულურ, უჯრედულ, ორგანიზმისა და პოპულაციის დონეებზე თანამედროვე მეთოდური ხერხების, გენეტიკური ინჟინერიის გათვალისწინებით. ადამიანში მომხდარ პათოლოგიურ ცვლილებებს საფუძვლად უდევს ზოგადბიოლოგიურ პროცესთა დარღვევები. პათოლოგიათა არსის შეცნობისათვის აუცილებელია ბიოლოგიურ კანონზომიერებათა ცოდნა. ბიოლოგიის კურსში მრავალი ისეთი საკითხი განიხილება რომლის ცოდნა უშუალო კავშირშია ექიმის პრაქტიკულ საქმიანობათან. სალექციო კურსის მთავარი მიზანია სამედიცინო პროფილის სტუდენტებს გააცნოს ძირითადი გენეტიკური პრინციპები რომელსაც დაეფუძნება სხვა დისციპლინების და თეორიული მედიცინის საკითხების სრულყოფილი ცოდნა და რომელზე დაყრდნობით მომავალში დამოუკიდებლად გაიფართოვებენ თვალსაწიერს და გამოიყენებენ სამედიცინო პრაქტიკაში.

Students will learn the grammar of the Latin language; anatomical, pharmaceutical and clinical terminology in Latin, and how to write a prescription

კურსის მიზანია ადამიანის ჯანმრთელობისა და დაავადებების განვითარების მიზეზებსა და მექანიზმებში გარკვევას. ამ ცოდნის საფუძველზე მას ჩამოუყალიბდება სადიაგნოსტიკო უნარ-ჩვევები და კლინიკური აზროვნება. ის შეძლებს მკურნალობის ძირითად მიმართულებებში გარკვევას. რაც მას დაეხმარება თეორიული ცოდნის პრაქტიკულ გამოყენებაში, პრობლემის დასმასა და შესაბამისი კვლევის დაგეგმვაში, მიღებული შედეგების ანალიზში, შედეგების შესაბამისი ფორმით  წარმოდგენაში  - პოსტერების, პრეზენტაციებისა და ანგარიშების სახით. 

Clinical Anatomy. To teach the students the structure of the respiratory system and laws of its normal function from morphological as well as clinical perspective; to discuss age, sexual and individual peculiarities in the process of the development of the respiratory system; to discuss the projection of organs on the body surface and skeleton and their interarrangement.

ციტოლოგია,ემბრიოლოგია,ზოგადი ჰისტოლოგიის, როგორც მედიკო-ბიოლოგიური დისციპლინის მიზანია  სტუდენტებს შეასწავლოს ცოცხალი მატერიის სტრუქტურული ორგანიზაციის თეორიული  საფუძვლე–ბი,უჯრედებისა და ქსოვილების მიკროსკოპული და სუბმიკროსკოპული სტრუქტურების ორგანიზაციისა და განვითარების კანონზომიერებები.

კურსის მიზანი უჩვენოს, განუმარტოს და ასწავლოს სტუდენტებს ტიპური პათოლოგიური პროცესების განვითარებისა  უჯრედული და მოლეკულურ- ბიოლოგიური მექანიზმები. კურსის ამოცანაა შეასწავლოს სტუდენტს ზოგადად დაავადებების წარმოშობის, განვითარებისა და გამოსავლის ძირითადი მექანიზმები და კანონზომიერებები, ძირითადი ცნებები, სწავლება დაავადების შესახებ,Dდაავადების სტადიები.პათოლოგიური პროცესის არსი, ეტიოლოგიურ ფაქტორთა მოქმედების მექანიზმი, ორგანიზმის პათოლოგიური, დაცვითი და საკომპენსაციო რეაქციები,
ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა ტიპობრივი ფორმები.


ფარმაკოლოგიის როგორც კომპლექსური, ფუნდამენტური სამედიცინო მეცნიერების შესწავლა (ანატომიის, გენეტიკის, ბიოქიმიის,  მიკრობიოლოგიის, ბიოტექნოლოგიის, ფიზიოლოგიის და პათოლოგიის ძირითადი ასპექტების გათვალისწინებით). კურსის მიმდინარეობისას დიდი ყურადღება ეთმობა: სამკურნალო საშუალებების ორგანიზმში შეყვანის გზებს, მათ ნეგატიურ და პოზიტიურ მხარეებს; ძირითად ფარმაკოკინეტიკურ პროცესებს;  ფარმაკოდინამიკას; სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების  (დაავადებების) დროს წამალთა ეფექტურობის კრიტიკულ ანალიზს, გვერდითი ეფექტების პროგნოზირებას, ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე მედიკამენტების მოქმედების სპეციფიკას, ანტიკონვულსანტებს, ანესთეტიკებს, ფსიქოსტიმულატორებს, ანტიდეპრესანტებს და ფსიქოდისლეპსიურ საშუალებებს.

მოდულის მიზანი:   მომავალ ექიმს  შეასწავლოს საჭმლის მომნელებელი  სისტემის    კლინიკური ანატომია  და ჰისტოლოგია, ამასთანავე, საჭმლის მომნელებელ  ორგანოთა  ძირითადი ფუნქციები, მიმდინარე სასიცოცხლო ფიზიოლოგიური  და  ბიოქიმიური  პროცესების  რეგულაციის მექანიზმები.

სასწავლო კურსის მიზანია: ფარმაცევტული ტექნოლოგია (წამალთა სააფთიაქო ტექნოლოგია)  ერთ-ერთი ფუნდამენტური ფარმაცევტული დისციპლინაა.  ქვეყანაში, რომელიც აკანონებს ავტორიზებული აფთიაქის არსებობას წამლის გამზადების უფლებით, აუცილებელია ფარმაცევტ-სპეციალისტი, რომელიც ფლობს  ექსტემპორალურად წამლის მომზადების  ცოდნას და პრაქტიკულ ჩვევებს. სასწავლო კურსის მიზანია: -   საფუძველი ჩაუყაროს  ფარმაციის  მომავალი მაღალკვალიფიციური  ბაკალავრის   საბაზისო ცოდნას ფარმაცევტულ ტექნოლოგიაში -   ძირითადად  წამლის ფორმათა ტექნოლოგიის თეორიული საფუძვლების:  კერძოდ  სააფთიაქო  წამალთა ტექნოლოგიის  ზოგადი საკითხების, მყარი, სითხოვანი და ა.შ. სხვა  წამლის ფორმების  ტექნოლოგიის შესწავლის გზით; -  ჩამოუყალიბოს   სტუდენტებს   პროცესებისა  და მცირე მექანიზაციის ხელსაწყოების-აპარატების  გამოყენების უნარი, რაც მათ  გამოადგებათ წამლის სამრეწველო ტექნოლოგიის შესწავლის დროს; - შეასწავლოს სხვადასხვა სამკურნალო სუბსტანციებთან  ურთიერთობისას  მათი ფიზიკო-ქიმიური თვისებები,  ამოცნობის გზები;  აგრეთვე  მომზადებული წამლის ფორმის კეთილხარისხოვნების შეფასების კრიტერიუმები და კონტროლის მეთოდები.

სასწავლო კურსის მიზანია:    საფუძველი ჩაუყაროს  ფარმაციის  მომავალი მაღალკვალიფიციური  ბაკალავრის   საბაზისო ცოდნას სოციალურ ფარმაციაში, ფარმაციის ორგანიზაციის   საფუძვლების შესწავლით; განუმარტოს სტუდენტებს საბაზრო ეკონომიკის პირობებში სოციალური ფარმაციის როლისა და მნიშვნელობის შესახებ, პაციენტზე ორიენტირებული ფარმაცევტული საქმიანობის, წამლის ხელმისაწვდომობის პრობლემისა და ამ პრობლემის გადაჭრის გზების შესახებ; -  შეასწავლოს ჯანდაცვისა და ფარმაცევტული საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლები,  ფარმაცევტული და სამედიცინო დახმარების სისტემის ორგანიზაცია საქართველოსა და მსოფლიოს ქვეყნებში, სახელმწიფოს როლი და ადგილი სოციალური ფარმაციაში, ხარისხის უზრუნველყოფისა და  ხარისხის კონტროლის სახელმწიფო სისტემა; აფთიაქი, მისი ტიპები და ფუნქციები, ფარმაცევტული ეთიკა და დეონტოლოგია,  ფარმაცევტის პროფესიული თვითშეგნება; - განუმარტოს საერთაშორისო ფარმაცევტული საქმიანობის მსოფლიო სტანდარტებისა და მათი საქართველოში დანერგვის თანამედროვე მდგომარეობის შესახებ, შეასწავლოს ფარმაცევტული დაწესებულებების -  აფთიაქის, საბითუმო რეალიზაციის ობიექტების, ფარმაცევტული საწარმოს,  წამლის ხარისხის ლაბორატორიისა და სხვ. მუშაობის ორგანიზაციის საკითხები;   

დისციპლინის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს უმნიშვნელოვანესი ბიოგენური პრეპარატების მიღების მეთოდები, რომლებიც ძირითადად ეყრდნობა გენური ინჟინერიის თანამედროვე მიღწვებს: დნმ-ს კლონირებას, ამპლიფიკაციას და სეკვენირებას, ასევე რეკომბინანტული დნმ-ის კონსტრუირებას. სხვადასხვა სამკურნალო პრეპარატების, ვაქცინების, ზრდის ფაქტორებისა და თანამედროევ სადიაგნოსტიკო საშუალებების მიღება. ასევე კურსის მიზნია შეასწავლოს სტუდენტებს, თუ რა არის გენური თერაპია და რა მორალურ-ეთიკური პრობლემები ახლავს მას თან.

კურსის მიზანია, სტუდენტს  მისცეს სათანადო ცოდნა პრეპარატების ფარმაკოდინამიკისა და ფარმაკოკინეტიკის ზოგადი პრინციპების შესახებ, რაც წარმოადგენს თეორიულ საფუძველს თერაპიის, ჰემატოლოგიის, ანესთეზიოლოგიის და სხვა კლინიკური დისციპლინების ღრმად შესწავლისათვის; ასევე ექსპერიმენტულ მედიცინაში ფართოდ გამოყენებული კვლევის მეთოდების თეორიულ საფუძველს.

პათოლოგიური ფიზიოლოგია 1 - სტომატოლოგიური ფაკულტეტი

ფრანგული ენის ლექსიკოლოგიის თეორიული კურსის მიზანია გააცნოს სტუდენტებს ფრანგული ენის ლექსიკური სისტემის ორგანიზების ძირითადი პრინციპები

ფრანგული ენის სწავლების მეთოდიკისა და მეთოდოლოგიის სასწავლო  კურსის მიზანია სტუდენტების მომზადება ფრანგულ ენაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი გაკვეთილის ჩატარებისათვის.

ენის სწავლების პროცესი ამ დონეზე იყენებს სწავლების თანამედროვე მეთოდებს: კომუნიკაციურს, ინტერაქციულს, ინოვაციურს. ეს პროცესი წარიმართება სტუდენტთა სააუდიტორიო, საშინაო, ინდივიდუალური და დამოუკიდებელი მუშაობის ოპტიმალური შერწყმით სკოლებსა და უნივერსიტეტში  უშუალო პედაგოგიურ პრაქტიკასთან.

სტუდენტი თავისი თეორიული დონით მზად უნდა იყოს როგორც უნივერსიტეტში სწავლების შემდგომი საფეხურისათვის – მაგისტრატურისათვის, ასევე მომავალი პედაგოგიური საქმიანობისათვის.

კურსის სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საკითხების არსში გარკვევა;  ქართული ენის ისტორიისა და თანამედროვეობის ძირითადი პრობლემების გაცნობა; ქართული ლიტერატურის განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპებისა და უმთავრესი ტენდენციების გამოკვეთა და გაანალიზება; ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობის გააზრება შესაბამისი პერიოდების მსოფლიო მწერლობაში მიმდინარე მოვლენათა ჭრილში.  

თანამედროვე საზოგადოებაში აკადემიური წერა კომუნიკაციური აქტივობის აუცილებელი საშუალებაა. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება წერის სტილს, ლექსიკას, აუდიტორიას, მიზანსა და პროცესის ორგანიზაციას. სასწავლო კურსის მიზანია დაგროვილი ცოდნის ბაზაზე ენის პრაქტიკული რეალიზების, სახელმწიფო სალიტერატურო ენით აზრის ფორმირების, საჯარო გამოსვლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, ესეს შექმნის პრინციპების გაცნობა, სამეცნიერო ტექსტის აგების ძირითადი პრინციპების ჩვენება და მისი მომზადებისათვის საჭირო კომპეტენციებით აღჭურვა, წერის პროცესის სწორი ორგანიზების სწავლება.

კლასიკური ფილოლოგია თავისი არსითა და მნიშვნელობით ინტერდისციპლინა – რული დარგია. იგი შეისწავლის ანტიკურ/ბერძნულ–რომაულ/ ლიტერატურასა და კლასიკურ/ბერძნული, ლათინური/ ენებს, მათი წარმოქმნის ისტორიულ–კულტურულ საფუძვლებსა და აქტუალობას არა მარტო ანტიკურობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურისა და კულტურის კონტექსტში. სასწავლო კურსის მიზანია კლასიკური ფილოლოგიის ფარგლებში სტუდენტი გაეცნოს ლიტერატურისა და ზოგადად ჰუმანიტარული მეცნიერებების დარგობრივ საფუძვლებს, გაიაზროს იგი ბერძნულ–რომაული ეპოქის მასშტაბში, გაარჩიოს ლიტე რატურის თეორიის ცალკეული დარგები და  საშუალება მისცეს მას შეისწავლოს ლიტერატურა ფართო ინტერდისციპლინარულ კონტექსტში.

ფრანგული ენის ისტორია შეისწავლის ფრანგული ენის ჩამოყალიბების პროცესს, ადგენს მისი განვითარების შინაგან კანონზომიერებებს: ენობრივი სისტემის ფონოლოგიური, მორფოლოგიური და სინტაქსური დონეების ევოლუციის, ენის ლექსიკური ფონდის განვითარების ძირითად პრინციპებს. ენის ისტორიის კურსის მიზანია მისცეს სტუდენტებს საშუალება გაეცნონ ძველ ისტორიულ და ლიტერატურულ ძეგლებს, დაუკავშირონ ენის ისტორია ხალხის ისტორიასა და კულტურას.

შესავალი ფრანგულ ფილოლოგიაში პირველი თეორიული კურსია, რომლითაც მომავალი რომანისტის პროფესიული კომპეტენციის ჩამოყალიბება იწყება. მისი მიზანია, წარმოაჩინოს, ერთი მხრივ, თანამედროვე ფილოლოგიური აზროვნების ძირითადი პრინციპები ფრანგული ენისა და ლიტერატურის მასალაზე, ხოლო მეორე მხრივ, გააცნოს სტუდენტებს რომანისტიკის საგანი და პრობლემატიკა. კურსის მიზანია ფრანგული ფილოლოგიის, როგორც დარგის, ზოგადი სპეციფიკის შესწავლა, როგორც ენობრივ სტრუქტურაში მომხდარი ცვლილებების გამომწვევი ფაქტორების, ასევე ფრანგული ლიტერატურის ევოლუციის უმნიშვნელოვანესი წინაპირობებისა და თავისებურებების განხილვა ევროპული ლიტერატურის პერიოდიზაციის კონტექსტში, ცალკეული პერიოდების ფრანგული ლიტერატურის ზოგადი თავისებურებების შესწავლა. კურსის ამოცანაა  ფრანგული ენის განვითარების კანონების,  ლიტერატურული პროცესების მიზეზ-შედეგობრივი კანონების დადგენა. კურსი ამავდროულად ითვალისწინებს ფილოლოგისათვის საჭირო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას (ბიბლიოთეკაში მუშაობა, ინტერნეტი, რეფერატის დაწერა, სამეცნიერო ნაშრომის ტექნიკური გაფორმების წესები).  

სასწავლო კურსის მიზანია   სტუდენტებს  გააცნოს და შეასწავლოს   გვიანი შუა საუკუნეების უმნიშვნელოვანესი მოვლენები: დასავლეთ ევროპაში ფეოდალიზმის რღვევისა და კაპიტალისტური ურთიერთობების განვითარების ეტაპები, ეროვნული ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებისა და განვითარების პროცესი, დიდი გეოგრაფიული   აღმოჩენები და შედეგები, რენესანსისა და რეფორმაციული იდეების ზოგადი არსი და მნიშვნელობა. სტუდენტებისთვის  განსახილველი საკითხებისადმი ანალიტიკურად გააზრებისა და კრიტიკულად შეფასების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

სასწავლო კურსის მიზანია - წყაროთმცოდნეობას უჭირავს ერთ-ერთი ცენტრალური ადგილი ისტორიულ დისციპლინათა შორის. იგი ახდენს წყაროებში დაფიქსირებულ გარდასულ ადამიანთა ხმების გარჩევას, მათ ინტერპრეტირებას მეცნიერებისა და კულტურის მიღწევების გათვალისწინებით. კურსი მიზნად ისახავს მისცეს სტუდენტს ისტორიული მეცნიერების განვითარების თანამედროვე დონის შესაბამისი ცოდნა წყაროთმცოდნეობის თეორიასა და მეთოდოლოგიაში; ისტორიულ წყაროთა მთელს კომპლექსსა და მათთან მუშაობის მეთოდებზე. კურსში აისახა წყაროთმცოდნეობის ორივე კომპონენტის: ზოგადთეორიული საკითხების ოპტიმალური შეთავსება სახეობრივი, ქრონოლოგიური პრინციპით დალაგებული კონკრეტული წყაროების შესახებ ცოდნასთან.

კურსის მიზანია,  XV-XIX საუკუნეებში საქართველოში ნამყოფ ევროპელ მოგზაურთა წერილობით მონათხრობზე დაყრდნობით,  სტუდენტს კიდევ უფრო მეტად გაუღრმავოს ცოდნა ქუთაისისა და მისი რეგიონის ისტორიასთან დაკავშირებით. ხსენებული მასალის, როგორც ჩვენი ქვეყნის ისტორიის შესახებ არსებული მნიშვნელოვანი უცხოური წერილობითი წყაროს, კრიტიკული გაანალიზების შედეგად სტუდენტი უფრო ღრმად და საფუძვლიანად შეაფასებს ქუთაისისა და მისი რეგიონის უმნიშვნელოვანეს როლს საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში.

კურსის შესწავლის მიზანია, სტუდენტებმა მიიღონ აუცილებელი და საჭირო ცოდნის მომცველი მასალა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფილოსოფიურ-რელიგიური მიმდინარეობის შესახებ რაც გააფართოებს და გააღრმავებს ფილოსოფიური აზროვნების თვალსაწიერს. აღნიშნული მიმართულების ძირითადი ტენდენციების გაცნობა აქტუალურია იმის გამოც, რომ მას განსაკუთრებული ადგილი და როლი უჭირავს ქრისტიანული მსოფლმხედველობის ისტორიულ ჩამოყალიბებასა და ტრანსფორმაციაში.

კურსის მიზანია, ორატორული გამოთქმებისა და სიტყვა-კაზმური მჭევრმეტყველების სათანადო უანრ-ჩვევების გამომუშავება და დიდი ისტორიული მოღვაწეების პოპულარული ტექსტების საფუძველზე მიღებული გამოცდილების გაზიარება.

კურსის მიზანია ფილოსოფიის სპეციალობის პროგრამით გათვალისწინებული კურსის სტუდენტებს შეასწავლოს ფორმალური ლოგიკის, მეცნიერებათა მეთოდოლოგიისა და კამათის თეორიის საწყისი ცნებები და ელემენტარული კანონები, აგრეთვე გამოუმუშაოს მათ ცნების, მსჯელობისა და დასკვნის აგება_ჩამოყალიბების პრაქტიკული უნარ_ჩვევები. ფუნდამენტური ლოგიკური წესების, პრინციპების, ინსტრუმენტებისა და მექანიზმების გაცნობიერების მეშვეობით, შეუქმნას ნაყოფიერი ნიადაგი მათი აზროვნების პოტენციალის ეფექტურ განვითარებას და გაძლიერებას.

სასწავლო კურსის მიზანია: დოკუმენტურ მასალებზე, წერილობით წყაროებსა და უმნიშვნელოვანეს სასწავლო-სამეცნიერო ლიტერატურაზე დაყრდნობით, მისცეს სტუდენტს ზოგადი ცოდნა საქართველოს ისტორიაში; გამოკვეთოს და გაანალიზოს ჩვენი ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანესი ეტაპები უძველესი დროიდან დღემდე; გააანალიზოს და შეაფასოს საქართველოს მნიშვნელოვანი როლი მსოფლიოს პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებაში; განიხილოს საქართველოს ისტორიის პრობლემური საკითხები მსოფლიოს შესაბამისი ეპოქების უმნიშვნელოვანეს მოვლენებთან მიმართებით.

სასწავლო კურსის მიზანი: მისცეს სტუდენტს: მეცნიერული ცოდნა საქართველოს ისტორიის შესახებ; ცოდნა საქართველოს ისტორიული გეოგრაფიისა და მისი ტერიტორიულ-ადმინისტრაციული მოწყობის შესახებ სხვადასხვა ეპოქაში; ცოდნა საქართველოს ისტორიის წყაროებისა და ისტორიოგრაფიის შესახებ; ცოდნა საბჭოთა პერიოდის საქართველოს, როგორც რუსეთის მიერ ოკუპირებული და ანექსირებული ქვეყნის შესახებ; შეასწავლოს საქართელოს ისტორია, როგორც მსოფლიო ისტორიის შემადგენელი ნაწილი.

სასწავლო კურსის მიზანი მისცეს სტუდენტს ცოდნა XIX საუკუნის საქართველოს ისტორიის ძირითადი წყაროების (წერილობითი)  შესახებ; რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ცალკეული სამეფო-სამთავროების დაპყრობის თავისებურებების შესახებ; რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მთავარი მიმართულებების შესახებ XIX  საუკუნესა და XX საუკუნის 10-იან წლებში; ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ეტაპების შესახებ XIX საუკუნესა და XX საუკუნის 10-იან წლებში; სტუდენტს გააცნოს ის ეკონომიკური და სოციალური პროცესები, რომელთაც ადგილი ჰქონდა საქართველოში XIX საუკუნესა და XX საუკუნის 10-იან წლებში.

შუა  საუკუნეების ისტორია მსოფლიო ისტორიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საინტერესო პერიოდია. კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს და  შეასწავლოს შუა საუკუნეების ცივილიზაციის ძირითდი მახასიათებლები, დასავლეთ ევროპაში განვითარებული მოვლენები გვიანდელი ანტიკურობიდან და   ბარბაროსობიდან სარაინდო და საქალაქო კულტურამდე, ფეოდალიზმის გენეზისი და განვითარება, ევროპული სახელმწიფოების და რომის პაპების ინსტიტუტის აღმოცენება-ფორმირების პროცესი. შუა საუკუნეების ისტორიულ წყაროთა დამუშავება და სტუდენტათთვის დამოუკიდებელად ანალიზის, სინთეზისა და დასკვნების გამომუშავების უნარ–ჩვევების ჩამოყალიბება.

კურსის მიზანი არის, შეასწავლოს სტუდენტებს დასავლეთ ევროპის წამყვანი სახელმწიფოები და აშშ-ის ახალი ისტორიის განვითარებ ძირითადი მიმართულებანი, დაეხმაროს სტუდენტს, შეიძინოს ცოდნა და გააცნობიეროს ამ ქვეყნების ისტორიის განვითარების მნიშვნელოვანი ასპექტები სოციალ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სფეროში. XVII, XVIII საუკუნეების რევოლუციების შესწავლის საფუძველზე სტუდენტები შეძლებენ ნეგატიური და პოზიტიური შედეგების  კრიტიკულ გააზრებას. ასევე, შეისწავლი აღნიშნული პერიოდის საერთაშორისო ურთიერთობების პრობლემებს და პიროვნებების როლს ისტორიული მოვლენების განვითარების პროცესში..

ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიის სასწავლო კურსის მიზანია შეასწავლოს სტუდენტებს აღმოსავლეთის უძველესი ცივილიზაციების ისტორია: ძველი ეგვიპტისა და შუამდინარეთის, ძველი ასურეთის, ხეთების, ძველი პალესტინის, ურარტუს, მიდიის, ლიდიისა და აქემენიდური სპარსეთის, ძველი ინდოეთისა და ჩინეთის უძველესი ქვეყნები, მათი ისტორია და კულტურა, განვითარების ძირითადი ეტაპები, გააცნოს მათი ისტორიის პრობლემატიკური საკითხების ირგვლივ განსხვავებული ისტორიოგრაფიული მიდგომები და მიღწევები.

კურსის მიზანია, მისცეს სტუდენტს საბაზისო ცოდნა ფილოსოფიის ძირითადი საკითხების,  ზოგადი ცნებების,  განვითარების  ეტაპებისა და ტენდენციების, ცალკეულ ფილოსოფოსთა ნააზრევის შესახებ, რის საფუძველზეც უნდა შეძლონ ამა თუ იმ ფილოსოფიური პრობლემის გააზრება,  კონკრეტული  მსოფლმხედველობრივი საკითხების წამოჭრა და გაანალიზება, უნარ-ჩვევების გამომუშავება.გააცნობიერებს და დეტალურად ჩამოაყალიბებს ფილოსოფიის ძირითად  საკითხებს, განსაზღვრავს  და გამოკვეთს ამა თუ იმ ფილოსოფიური  სკოლის ზოგად პრინციპებს, განიხილავს ცალკეულ ფილოსოფოსთა ნააზრევის სპეციფიკას. გამოიყენებს ფილოსოფიური აზროვნების ტრადიციების ცოდნას  კონკრეტული ფილოსოფიური პრობლემების  გააზრებისათვის კონკრეტული  მსოფლმხედველობრივი საკითხების წამოჭრისა და გაანალიზებისას.

კურსი წარმოადგენს ჰუმანიტარული მეცნიერების, განსაკუთრებით ისტორიული მეცნიერების, დაუფლებისათვის აუცილებელ საბაზო საგანს. მისი მიზანია სტუდენტებს გააცნოს ისტორიული მეცნიერების საგანი, ამოცანები და პერიოდიზაცია, მისი მნიშვნელობა საზოგადოებრივი პროგრესის საქმეში. სტუდენტს მიეწოდება აუცილებელი ცოდნა ისტორიის მეცნიერების მცნებათა - კატეგორიული აპარატის, მეთოდოლოგიის, რეგიონალურ-გეოგრაფიული, ქრონოლოგიური და თემატური კლასიფიკაციის შესახებ. კურსში წარმოდგენილია ისტორიულ მეცნიერებათა ციკლში შემავალი ძირითადი და დამხმარე დისციპლინების შესწავლისათვის აუცილებელი ინფორმაცია. განხილულია ისტორიის მეცნიერული მეთოდების რაობა და მნიშვნელობა სწავლებისა და კვლევების პროცესში, ისტორიული მეცნიერების განვითარების ძირითადი ეტაპები საქართველოში და საზღვარგარეთ. კურსი მოიცავს როგორც საქართველოს ისტორიის თეორიულ-მსოფლმხედველობრივ გააზრებას ქრონოლოგიურ-თემატური კუთხით, ასევე მსოფლიო ისტორიის პრობლემატიკის ანალოგიურ განზოგადებას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში. გარდა ამისა, კურსი ითვალისწინებს ისტორიის მეცნიერების თეორიული საკითხების გაცნობას სტუდენტებისათვის.

სასწავლო კურსის მიზნია:   მისცეს სტუდენტს ღრმა და სისტემური ცოდნა  ტურიზმის სფეროში დამოუკიდებელი კონკრეტული კვლევების ჩატარებისთვის, რომლებსაც შეიძლება ქონდეს როგორს პრაქტიკული ასევე თეორიული მნიშვნელობა.

ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა სწავლის პროცესში შემდეგი ამოცანების გადაწყვეტა:

  • ტურიზმში მეცნიერული კვლევების ძირითადი შესაძლო მიმართულებებისა და ფორმების განსაზღვრა;
  • ტურიზმის მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიის გაცნობა;
  • ემპირიული და თეორიული კვლევების კონკრეტული მეთოდების შესწავლა;
  • მეცნიერული კვლევის შედეგების გაფორმებისადმი წაყენებული მოთხოვნების გაცნობა/გაცნობიერება

  კურსის მიზანია შესძინოს სტუდენტს ცოდნა პროგრამული ტურიზმის ერთ-ერთი სპეციფიკური და მზარდი პოპულარობის მქონე სახეობის - აგრო ტურიზმის არსის, სახეების, შესაძლებლობებისა და მსოფლიო გამოცდილების შესახებ, რათა მან შეძლოს ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის  პერსპექტივების გაანალიზება-შეფასება და შემდგომში წარმატებული პრაქტიკული საქმიანობა. 

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს პროფესიული ეთიკური სტანდარტები მსოფლიოში მოქმედ პროფესიონალ ჟურნალისტთა ეთიკის კოდექსების კვალობაზე და ჩამოუყალიბოს მათ მოთხოვნა პროფესიული მუშაობის წარმართვისა ეთიკური ნორმების საფუძველზე

კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს საზღვარგარეთის, კერძოდ დასავლური მასმედიის თავისებურებები, ზოგადი პრინციპები და მიმართულებები, მისი ისტორია, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები.

    კურსის მიზანია სტუდენტმა საფუძვლიანად გამოიკვლიოს საქმიანობის ისეთი დინამიკურად სწრაფად ტრანსფორმირებადი სფერო, როგორიცაა: რეკლამა;სარეკლამო კამპანიის კომპეტენტური დაგეგმვა  და რეკლამის ფსიქოლოგიის განსაზღვრა;ბეჭდვური მედიის თავისებურებისა და დიზაინის კვლევა; რეკლამის სახეების და მათი ტრანსფორმირების ფორმების საფუძვლიანი ანალიზი.

   კურსის მიზანია ეკონომიკურად განუსაზღვრელობის პირობებში ანალიზის, პროგნოზირებისა და ეკონომიკურ გადაწყვეტილებათა მიღების, ქცევის ტაქტიკისა და სტრატეგიის შემუშავება-განხორციელების ეკონომიკურ-სტატისტიკური მეთოდების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება.

  თანამედროვე  ეკონომიკური კონცეფციების შესწავლის მიზანია წარმოდგენა შეუქმნას მაგისტრანტებს თანამედროვე ეკონომიკური მეცნიერების სამ ძირითად/წამყვან მიმართულების  - (ნეო)კეინზიანელობის, ნეოკლასიკური ეკონომიკური სკოლისა და ინსტიტუციურ-სოციოლოგიური ეკონომიკური სკოლის - თეორიულ-მეთოდოლოგიური საფუძვლების, მათი აღმოცენება-განვითარებასა და მიმდინარე ტენდენციების შესახებ, ეკონომიკური მეცნიერებათა სისტემაში მათი ადგილსა და როლზე,  მათ მნიშვნელობაისა და თეორიულ-პრაქტიკუს შესაძლებლობებზე.

კურსის მიზანია სტატისტიკური კვლევის ეტაპების განხილვა და გადაცემა. იგი მოიცავს საბაზისო თეორიული საფუძვლების, კატეგორიების, კონცეფციებისა და პრინციპების გაცნობიერებას, მრავლობითი პრაქტიკული საკითხების განხილვას, რაც სტუდენტს აძლევს წარმოდგენას, თუ რა ანალიტიკურ (აღწერილობით და რაოდენობრივ) წონას შეიძენს კურსის წარმატებით ათვისების შემთხვევაში. 

წამოდგენილი კურსი მიზნად ისახავს სტუდენტს:

  • მისცეს ცოდნა ფინანსური სისტემის უმნიშვნელოვანესი რგოლის - სახელმწიფო ფინანსების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ თანამედროვე უმნიშვნელოვანეს პრობლემურ საკითხებზე;
  • გაუღრმაოს ცოდნა სახელმწიფოს საბიუჯეტო სისტემის აგებისა და გამართულად ფუნქციონირების პირობებზე, ბიუჯეტთაშორის ურთიერთბებსა და სატრანსფერო პოლიტიკაზე;
  • შეუქმნას სახელმწიფო და ადგილობრივი (ტერიტორიული ერთეულების) ფინანსური სისტემების სტრუქტურის სიღრმისეული ანალიზის განხორციელების პირობა და განუვითაროს მათი კრიტიკული შეფასების უნარი;
  • ჩამოუყალიბოს/განუვითაროს შესაბამისი უნარ-ჩვევები, დაკავშირებული:

-     ბიუჯეტის პროექტის ფორმირებასთან როგორც საერთო-სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეებზე და ბიუჯეტის შესრულების ანალიზთან;

-     ბიუჯეტგარეშე ფონდების შექმნასა და გამოყენებასთან;

-     სახელმწიფო რეზერვების ფორმირების მიზნობრიობის განსაზღვრასა და მათ გამოყენებასთან;

  • შეუქმნას წარმოდგენა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის ფინანსური უზრუნველყოფის პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე;